კლაუდიო რანიერი პრემიერლიგის წლის მწვრთნელად დასახელდა

AutoSharing Option
რა გასაკვირია და, კლაუდიო რანიერი პრემიერლიგის წლის მწვრთნელად დასახელდა.

იტალიელს მართლაც ზღაპრული სეზონი ჰქონდა, 64 წლის სპეციალისტმა "ლესტერი" სენსაციურად გააჩემპიონა და ეს აღიარება დაიმსახურა.

ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ სხვა კანდიდატების ვინაობაც - "ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო, "ვესტ ჰემის" მესაჭე სლავენ ბილიჩი და "ბორნმუთის" ახალგაზრდა მწვრთნელი ედი ჰაუ.

პოჩეტინომ "დეზებში" გრძელვადიან პროექტს, იდეაში წარმატებული საფუძველი ჩაუყარა და წესით, გუნდს მის ხელში დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს.

ბილიჩმაც მშვენივრად იმუშავა და "ჩაქუჩების" ბანაკში საჭირო ქირურგიული ჩარევები გააკეთა, ხოლო ჰაუმ ძალიან მწირი რესურსით "ალუბლები" დამაჯერებლად
დატოვა პრემიერლიგაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომგაც მეგონა სირ ვაანგაალი დასახედლებოდა ან სირ არსენ ვენგერი :)))))))
batumi
12:20 19-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული