როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რანიერი უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებულ ადამიანებს გადასცემს.
იტალიელ სპორტსმენთა შორის ამ ორდენით სხვადასხვა დროს ოლიმპიური ჩემპიონი სარა სიმეონი, ველომრბოლელი ჯინო ბარტალი, მსოფლიო ჩემპიონი სილვიო პიოლა და ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი ჯილდოვდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ რანიერი "ლესტერთან" ერთად ინგლისის პრემიერლიგის 2015-16 სეზონის გამარჯვებული გახდა.