The Telegraph: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალი გაათავისუფლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.

წყაროს ცნობით, კლუბს ასევე ტოვებს სამი ჰოლანდიელი მწვრთნელი, რომლებიც ვან გაალთან ერთად მოვიდნენ გუნდში.

ვადამდე ადრე კონტრაქტის გაწყვეტისთვის ჰოლანდიელი სპეციალისტი 5 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამასთან ერთად, ვან გაალი ინგლისის ასოციაციის თასის მოგებისთვის 400 000 ფუნტს მიიღებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ოფიციალურ განცხადებას ჩვენი დროით 16:00 საათზე გაავრცელებს. სავარაუდოდ, ვან გაალს ჟოზე მოურინიო შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩელსი არ თამაშობდა დაცვით ფეხბურთს? სწორედაც რომ ამდენი მაღალი კლასის შემტევი ფეხბურთელი ჰყავდა და მაინც დაცვიდან ათამაშებდა გუნდს... და არც რეალი არ გამოირჩეოდა შეტევითი სტილით, ბარსასთან ხო საერთოდ......!
M.U-s
18:17 23-05-2016
0
საკმარისი დრო ქონდა ვან გაალს. გასაგებია რომ გუნდი თავიდან იყო ასაშენებელი, მაგრამ ელემენტარული შეტევის უნარიც კი არ აქვ იუნაიტედს, გუნდ რომელიც ყოვეთვის გამოირჩეოდა შემტევის სტილით. რაც შეეხება მოურინიოს, გაიხსენეთ, პირველი ჩელსი, თუნდაც შარშანდელი ჩელსი, პორტო, რეალი. არცერთი არ თამაშობდა დაცვით ფეხბურთს. მარტო ინტერის შემთხვევაში იყო ეგრე, იმიტომ რომ დაცვითი ტიპის ფეხბურთელებით იყო დაკომფლექტებული.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული