"ვეფხვების" დაბრუნება პრემიერლიგაში - მამა-შვილი ბრიუსები და დიამეს ბენეფისი

AutoSharing Option
* "ჰალმა" ამ სეზონში 10-ივე მატჩი მოიგო, რომელშიც მოჰამედ დიამემ გაიტანა.
* ბოლო სამი სეზონიდან ორში, პლეი ოფის გზით პრემიერლიგის საგზური იმ გუნდმა მოიპოვა, რომელმაც რეგულარული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა. არადა, მეოთხეადგილოსნები ამის გაკეთებას წინა 15 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.
* "ჰალი" გახდა მე-20 გუნდი, რომელმაც გავარდნისთანავე მოიპოვა პრემიერლიგაში დასაბრუნებელი ბილეთი.
* ჩემპიონშიპის უკანასკნელი 13 პლეი ოფის ფინალიდან 10-ის ბედი ერთბურთიანი სხვაობით გადაწყდა. აქედან 8-ჯერ ანგარიში 1:0 იყო.

"ჰალი" პრემიერლიგას დაუბრუნდა. "ვეფხვებმა" პლეი ოფის ფინალში "შეფილდ უენსდის" მოუგეს. ყველაფერი მოჰამედ
დიამეს დოდებულმა შორეულმა დარტყმამ გადაწყვიტა. "ბუები" ბოლომდე იბრძოდნენ და 16-წლიანი პაუზის მერე პრემიერლიგაში დაბრუნება ძალიან კი სურდათ, მაგრამ... ეს "ჰალის" დღე გახლდათ და "უემბლიზე" ყველაფერი სწორედაც სტივ ბრიუსის გუნდის ტრიუმფით დასრულდა.

თუმცა, მაგალითად, ბოლო წამებზე შეფილდელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, რადგან "ჰალის" კაპიტანს, მაიკლ დოუსონს ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მთლიანობაში "ვეფხვებმა" უკეთ ითამაშეს.

"ჰალმა" გავარდნის მერე შემადგენლობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა. დარჩნენ მამა-შვილი ბრიუსები, "ვეფხვებში" არიან - ელმოჰამადი, ჰადლსტოუნი, ლივერმორი, სნოდგრასი, მეილერი, დოუსონი... და რა თქმა უნდა, დიამე, რომელსაც უამრავი მსურველი ჰყავდა. ერთწლიანი პაუზის მერე გუნდი ისევ უმაღლეს ლიგაშია.

როგორც მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა მეოთხედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური - 2002 და 2007 წლებში "ბირმინგემთან" ერთად, ხოლო 2013 დ 2016 წლებში "ჰალთან" ერთად.

თუმცა ბრიუსი ამბობს, რომ საკუთარ მომავალზე უნდა დაფიქრდეს და გააჩნია, როგორი გადაადგილებები იქნება "ჰალის" ხელმძღვანელობაში და რამდენად აასრულებს "ვეფხვების" უფროსობა მწვრთნელის მოთხოვნებს.

სტივი ამბობს, რომ პრემიერლიგაში მუშაობა უნდა და ამას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, სულ გადარჩენისთვის ბრძოლით დაიღალა და მეტი გასაქანის მიღება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული