მიუხედავად დატვირთული საფეხბურთო უქმეებისა, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ევრობასკეტისკენაა მიმართული, თუმცა ჩვენს ლეგიონერებს წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით, არ უნდა გამოგვრჩეს არც "დერბი დელა მადონინა", ტრადიციულად, წარმოგიდგენთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

3 სექტემბერი - შაბათი

მონტენეგრო - ბელგია (15:30) (კალათბურთი)

A ჯგუფში ერთმანეთს მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრები დაუპირისპირდებიან, ჩვენდა სამწუხაროდ, ბელგიამ კარგი თამაში აჩვენა და საქართველოს ნაკრები ოვერტაიმში (79:76) დაამარცხა. სენსაციასთან ახლოს იყვნენ მონტენეგროელები, ბოიან დუბლევიჩის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა თურქეთმა გამარჯვება მაინც მოახერხა. მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნაკრებისთვისაც, თუ ბელგიელებმა კვლავ მოახერხეს გამარჯვება, შემდგომ ეტაპზე გასვლისთვის დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული. პირველი თამაშების შემდეგ, დანაკლისი არცერთ გუნდს აქვს, ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე დარჩენილი მონტენეგროს ნაკრები, მაინც ბრძოლისუნარიან გუნდად გამოიყურება, ბელგიელების მთავარი იარაღი კი გუნდურობა და სანდო მსროლელებია. ფავორიტის წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ მეტოქე გუნდები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

"ევერტონი" - "ლივერპული" (15:30)

პრემიერ ლიგის მე-6 ტური "გუდისონ პარკზე" მერსისაიდული დერბით გაიხსნება, "ლივერპულს" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის, მაგრამ "ევერტონთან" მატჩში "სქაუზერები" მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ, იურგენ კლოპის გუნდი ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, სეზონის ასეთი არასტაბილური დასაწყისი პირველ რიგში, სადიო მანეს წასვლამ და ტრავმებმა გამოიწვია, ამ უკანასკნელის გამო, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "იუვენტუსიდან" ბრაზილიელი არტურ მელო ინათხოვრეს. რაც შეეხება "ევერტონს", ფრენკ ლამპარდის გუნდი კატასტროფულ ფორმაშია და მე-17 პოზიციაზე იმყოფება. თუმცა დერბის წინ ასეთი ფაქტები მნიშვნელობას კარგავს. ბოლოს "გუდისონზე" "ლივერპულმა" მეტოქე 4:1 დაამარცხა, დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, კლოპის გუნდს დიოგუ ჟოტა, ნაბი კეიტა, იბრაჰიმა კონატე, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი და ტიაგო ალკანტარა დააკლდებიან, მასპინძლებს კი კალვერტ-ლიუინი, ბენ გოდფრი, იერი მინა და ახალწვეული იდრისა განა გეიე.

"სელტიკი" - "რეინჯერსი" (15:30)

"ოლდ ფირმის" დერბი, მატჩი, რომელსაც მილიონობით საფეხბურთო გულშემატკივარი ელის, რთულია სხვა ორი გუნდის დასახელება, რომლებიც მტრობენ ისე, როგორც "სელტიკი" და "რეინჯერსი", მათ ისტორიაში ეს დაპირისპირება რიგით 431-ეა, 168-ჯერ გამარჯვება "რეინჯერსს", ხოლო 161-ჯერ "სელტიკს" დარჩა. ორივე გუნდი ცხრილის სათავეში იმყოფება და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ფავორიტად "თეთრ-მწვანეები" ითვლებიან, ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, "სელტიკ პარკზე" უკანასკნელად "რეინჯერსმა" გამარჯვება 2020 წელს მოიპოვა, ვნახოთ შეწყდება თუ არა უსიამოვნო სერია...

"ფიორენტინა" - "იუვენტუსი" (17:00)

სერია A-ს მე-5 ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" უმასპინძლებს, "ვიოლეტები" ამ სეზონში მძიმედ გამოიყურებიან და მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ, შეხვედრის მთავარი ინტრიგა, უდაოდ დუშან ვლაჰოვიჩის "არტემიო ფრანკიზე" დაბრუნებაა, სერბი თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია, 22 წლის ფორვარდმა 4 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო და ამჯერად ყოფილი გუნდის კარის აღებას ეცდება. გულშემატკივარი დუშანს თბილად არ მიიღებს, რადგან 1 წლის წინ ფეხბურთელმა "იისფრები" დიდი ხმაურით დატოვა. მაქს ალეგრის გუნდმა დაცვაში თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, "შავ-თეთრებს" ამ სეზონში მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული, ამ რიცხვის გაზრდას კიდევ ერთი სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი ეცდება.

მადრიდის "რეალი" - "ბეტისი" (18:15)

ლა ლიგის მე-4 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც "რეალი" "ბეტისს" მიიღებს. გუნდები პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ და ჯერ ქულები არ დაუკარგავთ, რაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია, რომ "რეალს" საშინაო შეხვედრაში "მწვანეებთან" 2017 წლის შემდეგ გოლი არ გაუტანიათ, თუ გავითვალისწინებთ კარიმ ბენზემას ფორმას, დიდი ალბათობით, ეს სერია დიდხანს არ გაგრძელდება, ფრანგს 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და მანუელ პელეგრინის გუნდთან კიდევ უფრო დიდი მონდომებით ითამაშებს. საპირისპიროდ, "ბეტისიდან" შეუჩერებელია ბორხა იგლესიასი, 29 წლის ესპანელს 3 შეხვედრაში 4 გატანილი გოლი დაუგროვდა და თანამემამულე ხუანმისთან ერთად მეტოქე გუნდის მცველებს დიდ პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვანი დანაკლისი არცერთ გუნდს აქვს, მოსალოდნელია, რომ გუნდები დიდი სიფრთხილით ითამაშებენ, ამიტომ გულშემატკივრები საინტერესო და დაძაბული მატჩის მომსწრენი გახდებიან.

"მილანი" - "ინტერი" (20:00)

იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს შაბათს დიდი სანახაობა ელოდებათ, "სან სიროზე" "მილანი" თანაქალაქელ "ინტერს" უმასპინძლებს. "დერბი დელა მადონინა" უქმეების ერთ-ერთი მთავარი მატჩია, საინტერესო იქნება მწვრთნელების დაპირისპირებაც, სიმონე ინძაგი და სტეფანო პიოლი გამორჩეული ტაქტიკოსები არიან, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ როგორც შეტევას, ასევე დაცვას. "მილანი" ჯერჯერობით მძიმედ გამოიყურება, მათ ანგარიშზე 2 ფრე და 2 გამარჯვებაა, "ნერაძური" კი 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-3 პოზიციას იკავებს. გუნდებს შორის გამართულმა უკანასკნელმა შეხვედრამ, გასულ სეზონში დიდწილად ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა, "როსონერიმ" 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს რომელუ ლუკაკუ, "შავ-წითლებს" კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანტე რებიჩი და დივოკ ორიგი ვერ დაეხმარებიან. თანაქალაქელებს კვლავ ერთნაირი და უმაღლესი მიზნები აქვთ - ბრძოლა ჩემპიონობითვის, შეხვედრას დიდი ინტერესით ველოდებით.

საქართველო - ესპანეთი (21:00) (კალათბურთი)

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ შეხვედრაში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ დასანანი მარცხი (79:76) განიცადა, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად გამარჯვების მოპოვებას ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთის ნაკრებთან ეცდება. "ლა როხამ" ევრობასკეტის გახსნით მატჩში ბულგარეთი 114:86 გაანადგურა. შეხვედრაში საეჭვოა გოგა ბითაძის თამაში, ნაკრების ექიმების თქმით, "ინდიანა პეისერსის" ცენტრს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა შესაძლოა სათამაშო წუთები მაინც მიიღოს. ესპანეთის ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს და გუნდურ თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, პირველ შეხვედრაში 10 ან მეტი ქულის მოპოვება ექვსმა მოთამაშემ შეძლო, 3 ქულიანი 33-ჯერ ესროლეს და აქედან ზუსტი 15 ტყორცნა გამოდგა. ჩვენი ნაკრების მთავარი ამოცანა პერიმეტრის მაქსიმალურად მჭიდროდ დაცვა უნდა იყოს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სანდრო მამუკელაშვილსა და გიორგი შერმადინზე. მიუხედავად არც ისე კარგი განწყობისა, დღეს ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს და ესპანეთის დამარცხებას ზედიზედ მეორედ შეეცდება.

"ლაციო" - "ნაპოლი" (22:45)

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კარგ ფორმაში მყოფ "ლაციოს" ესტუმრება. "კვარა" იტალიურ ფეხბურთს ნელ-ნელა ალღოს უღებს და ცდილობს გულშემატკივართა იმედები ბოლომდე გაამართლოს. მეტოქე ამჯერადაც სერიოზულია, მაურიციო სარის გუნდი სერია A-ში მე-6 პოზიციას იკავებს, მათ და "ნაპოლის" თანაბარი ქულები აქვთ. დიდი ალბათობით, ქართველი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, "არწივების" რიგები გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო მცვლემა ფრანჩესკო აჩერბიმ დატოვა, იტალიელი "ინტერს" შეუერთდა. სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაეხსნა პედრო როდრიგესს, ესპანელმა "ნერაძურის" წინააღმდეგ ლამაზი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა, საინტერესო იქნება ვიქტორ ოსიმენისა და ჩირო იმობილეს დაპირისპირებაც. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 3 შეხვედრა "ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა. ხვიჩას კიდევ ერთ გაბრწყინებას "სტადიო ოლიმპიკოზე" ველოდებით.

"სევილია" - "ბარსელონა" (23:00)

მორიგი გამორჩეული მატჩი ლა ლიგაში "რამონ სანჩეს პისხუანზე" გაიმართება, ცუდ ფორმაში მყოფი "სევილია" "ბარსელონას" მიიღებს და პირველი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. იმ შემთხვევაში, თუ ანდალუსიელები "ბლაუგრანასთან" დამარცხდებიან, დიდი ალბათობით კლუბის ხელმძღვანელობა ხულიელ ლოპეტეგის თანამდებობიდან გაათავისუფლებს. "სევილიას" მხოლოდ 1 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. ჟოან ლაპორტა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებშიც აქტიური იყო და რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, ამიერიდან, ექტორ ბელერინი და მარკოს ალონსო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაცვის ფლანგებს გაამაგრებენ. გუნდი დატოვა ობამეიანგმა, გაბონელი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს, თუმცა თუ ლევანდოვსკის ფორმას გავითვალისწინებთ, ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, პოლონელის ანგარიშზე 3 მატჩში 4 გატანილი გოლია. შაბათს, "ბარსელონა" დაგეგმილი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

საბერძნეთი - იტალია (23:00) (კალათბურთი)

C ჯგუფის გამორჩეულ შეხვედრაში იტალიის ნაკრები საბერძნეთს მიიღებს, "ლურჯებმა" ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყეს და ესტონეთი 83:62 დაამარცხეს, მიუხედავად დანილო გალინარის არყოფნისა, გუნდს "იუტა ჯაზის" კალათბურთელმა სიმონე ფონტეჩიომ ულიდერა და 19 ქულის მიითვალა. მათთვის დღევანდელი თამაში სერიოზული გამოცდა იქნება, დიმიტრის იტუდისის საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 89:85 იმარჯვეს და აქტივში პირველი მოგება ჩაიწერეს. ტურნირს შესანიშნავ ფორმაში ხვდება იანის ანტეტოკუმპო, "მილუოკი ბაქსისა" და NBA-ს ვარსკვლავმა 27 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დიდი ალბათობით, ჯგუფის პირველადგილოსნის ბედს სწორედ ეს მატჩი გადაწყვეტს.

4 სექტემბერი - კვირა

"კრემონეზე" - "სასუოლო (14:30)

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" მორიგ მატჩს "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. "მწვანეები" გასულ ტურში "მილანს" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. რაც შეეხება "კრემონეზეს", გუნდი მე-19 პოზიციაზე იმყოფება და ლომბარდიელები კვლავ პირველი ქულების მოლოდინში არიან. დიდი ალბათობით, სასტარტო თერთმეტეულში იქნება ლუკა ლოჩოშვილი, ქართველი ახალ სერია A-ში კარგად გამოიყურება და გუნდის თავკაცი მასიმილიანო ალვინი მას ბოლომდე ენდობა. ახალ მოედანზე "კრემონეზე" მეორე შეხვედრას ჩაატარებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში "ვეფხვებმა" "სასუოლო" 2:0 დაამარცხეს და ამჯერადაც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან.

"ჰალი" - "შეფილდი" (18:00)

შოთა არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიპის მე-8 ტურში "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. ჩვენებურის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში "ქუინს პარკთან" დამარცხდა და შეხვედრას არც ისე კარგი განწყობით ხვდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში "ჰალი" საშინაო კედლებში დაუმარცხებელია. გარდა ამისა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში ინგლისურმა კლუბმა "ჰატაისპორიდან" ნახევარმცველი ადამა ტრაორე დაიმატა, მალელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს "მონაკოში", "ბრიუგესა" და "ლილში" უთამაშია, მაგრამ მცირე ტრავმის გამო მისი შეხვედრაში მონაწილეობა საეჭვოა. "შეფილდი" 14 ქულით გათამაშების ლიდერია, პოლ ჰეკინგბოტომის გუნდი ამ სეზონში დაუმარცხებელია და არველაძის "ჰალი" კვირას მათი წაუგებელი სერიის დასრულებას შეეცდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალი" (19:30)

პრემიერ ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდებიან, ერიკ ტენ ჰაგის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, "წითელი ეშმაკები" უფრო და უფრო უმატებენ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდში ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე ანტონი მიიყვანა, ბრაზილიელის ტრანსფერი "იუნაიტედს" 100 მილიონი ევრო დაუჯდა, უცნობია მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას "აიაქსის" ყოფილი მოთამაშე. რაც შეეხება "არსენალს", მიკელ არტეტას გუნდმა სეზონი 5 დან 5 გამარჯვებით დაიწყო და პირველ პოზიციაზეა. მართალია, მათ მრისხანე მეტოქეები არ დაუმარცხებიათ, თუმცა გუნდური თამაშითა და კომბინაციური ფეხბურთით "მეთოფეებმა" ქომაგებს იმედი გაუჩინეს, რომ წელს დიდი მიზნებისთვის იბრძლებენ. ახალ გუნდს იდეალურად მოერგო გაბრიელ ჟესუსი, ბრაზილიელმა 5 მატჩში 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი მიითვალა. "ოლდ ტრაფორდზე" უკანასკნელად "არსენალმა" 2020 წელს 1:0 გაიმარჯვა. ბრიტანელი ექსპერტების ვარაუდით, მიკელ არტეტას გუნდი ფავორიტია, თუმცა "იუნაიტედისგან" სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ველოდოთ, ლონდონურ გუნდს დააკლდებიან ტომას პარტეი და მოჰამედ ელნენი, "მანკუნიანელთაგან" საეჭვოა ენტონი მარსიალის თამაში.

"ვალენსია" - "ხეტაფე" (23:00)

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ხეტაფეს" უმასპინძლებს. კიკე სანჩეს ფლორესის გაწვრთნილი გუნდი საშინელ ფორმაშია და მე-18 პოზიციაზე იმყოფება. "ვალენსიამ" უკანასკნელი შეხვედრა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 დამარცხდა, "თეთრების" რიგებიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, ქართველი საკუთარი გუნდის რიგებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. "ღამურები" უკანასკნელ დღეებში კაპიტანმა კარლოს სოლერმა დატოვა, მოგეხსენებათ, ესპანელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. მისი შემცვლელის დამატება კი უკანასკნელ საათებში ვერ მოხერხდა, "ხეტაფემ" "მესტალიაზე" უკანასკნელად 2018 წელს გაიმარჯვა და თუ მათ ფორმას გავითვალისწინებთ, მოგება ძალიან უნდა გაუჭირდეთ. გიორგის მორიგ დამაჯერებელ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით.

ვაჟა მასწავლებელი
ზურიკო ბორდოს განაცხადში იყომ მაგრამ ჯერ არ დატვირთეს.
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
ალეგრი და მოდრიჩი დარჩებიან - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას აპირებს
რას ვუყუროთ შაბათს - მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "გროიტერ ფიურტს" ფრედ ეთამაშა
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
[VIDEO] გიჟური მატჩი მოულოდნელი გმირით - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "ინტერმა" "პარმა" დაამარცხა და სკუდეტო მოიპოვა
"ჰალის" კარგი სტარტი - შოთას გუნდმა "ნორვიჩს" სძლია
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ნდობა კერიკს - "მანჩესტერ იუნაიტედი" მწვრთნელს სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
Geo Team: არველაძე ჩემპიონშიპის მე-3 ტურის საუკეთესო მწვრთნელია
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
[VIDEO] "მამარდა" დაბრუნდა - "ლივერპულმა" და "ჩელსიმ" ქულები გაიყვეს
როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "ჩელსისთან" მატჩში?
შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა
"მამარდაშვილი მშვიდი და დამაჯერებელი იყო, თუმცა" - ინგლისური მედია მაინც ალისონს მისტირის
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
შოთას "ჰალ სიტიში" სალაჰი ითამაშებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"ბარსელონა" ფლიკთან თანამშრომლობას გააგრძელებს
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
მამარდაშვილი თუ ალისონი - ცნობილი გახდა, რომელი ითამაშებს "ევერტონთან"
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მბაპე თუ ვინისიუსი?" - პერესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
ლოჩოშვილის სრული მატჩი - "ნიურნბერგი" "არმინიას" ფრედ ეთამაშა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი საკაცით გაიყვანეს - "ლივერპულმა" "ევერტონს" მოუგო
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"საავადმყოფოში გადაიყვანეს" - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ღია ჭრილობა გაუკერეს - რამდენი ხანი გაუცდება მამარდაშვილს?
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო