ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
25 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდოგანის ტრანსფერი "სიტის" 26 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ბონუსების ხარჯზე შესაძლოა თანხა 29 მილიონამდე გაიზარდოს.
"აღფრთოვანებული ვარ "მანჩესტერ სიტიში" გადასვლით. როგორც კი გავიგე მათი ინტერესის შესახებ, იმ წუთშივე მოვისურვე ამ გუნდში გამოსვლა.
ძალიან მინდა ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობა. მიხარია, რომ "სიტის" პირველი ტრანსფერი გავხდი ამ ზაფხულს. ქომაგებს ვპირდები, თავს არ დავზოგავ, რომ
მინდა მადლობა გადავუხადო "ბორუსიას" და მათ გულშემატკივრებს იმ შესანიშნავი წლებისთვის, რაც იქ გავატარე", - თქვა გუნდოგანმა.