გვარდიოლას სატრანსფერო მიზნები: 19 წლის უკრაინელი და ტონი კროოსი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავმჯდომარე ხალდონ ალ მუბარაქმა განაცხადა, რომ კლუბის უფროსობა ხოსეპ გვარდიოლას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და კარტ-ბლანშს აძლევს.

პეპმა კლუბი უნდა გარდაქმნას და ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. მუბარაქის თქმით, გვარდიოლაზე არჩევანი იმიტომაც შეჩერდა, რომ მან თავისი იდეოლოგია გაატაროს და საკუთარი ფილოსოფია და ხედვა დანერგოს "ქალაქელთა" ბანაკში.

ილქაი გიუნდოგანის დამატების მერე გვარდიოლა კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენასთანაა ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ოლეკსანდრ ჟინჩენკო სულ მალე ჩაირიცხება "სიტიში". იგი რუსული "უფას" ფეხბურთელია და გასულ თვეში უკრაინა-რუმინეთის მატჩში გოლი გაიტანა, რითაც თავისი
ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად იქცა. აქამდელი რეკორდი 20 წლის განმავლობაში თვით ანდრეი შევჩენკოს ეკუთვნოდა. სათამაშო სტილით ჟინჩენკოს "ბარსელონას" ივან რაკიტიჩს ადარებენ.

გვარდიოლას, ასევე, ტონი კროოსის მიწვევა სურს. 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი მადრიდის "რეალიდან" წასვლას არ გამორიცხავს. სამაგიეროდ, ბრაზილიელ ფერნანდოს, ალბათ, წასვლა მოუწევს. 28 წლის შუახაზელით ესპანური გუნდები "ვილიარეალი" და "ვალენსია" არიან დაინტერესებულნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა მოუნდა ამ ტვლიპინას კროოსი? ბავარიაში რატომ არ ათამაშებდა მაშინ, რეალში როცა გაუშვა და მოწინააღმდეგე გააძლიერა და ბავარია დაასუსტა? მოგზავნილია თქო სულ ვიძახდი და აგერ გამოჩნდა კიდევაც. აბა ჩაბი ალონსოს კროოსის შემცვლელად მოიყვანდა კაცი?
bavaria
12:53 07-06-2016
0
ფერნანდოს აქამდეც როგორ აჩერებდნენ - მახარაძის დონის ფეხბურთელია!
ისევ მე
17:47 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული