ცნობილია, რომ სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი არ აპირებს გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც ერთი წლის შემდეგ იწურება. შესაბამისად, დორტმუნდელები მისი ამ ზაფხულს გასხვისებით არიან დაინტერესებულნი.
მხითარიანის ტრანსფერში "ბორუსია" დაახლოებით 32 მლნ ევროს მიღებას იმედოვნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, მხითარიანის გადაბირებით ლონდონის "არსენალი", "ლივერპული" და ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდებიან. სომეხი ფეხბურთელი დორტმუნდის გუნდში 2013 წლიდან გამოდის.