ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ფორვარდი "ლესტერში" კიდევ 4 წლით დარჩება. შეგახსენებთ, რომ ვარდით ლონდონის "არსენალი" ინტერესდებოდა და როგორც უცხოური პრესა იტყობინებოდა, მისი ლონდონურ გუნდში გადასვლა გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ვარდიმ "ლესტერში" დარჩენა ამჯობინა.