"მანჩესტერ სიტიმ" ავსტრალიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ავსტრალიური "მელბურნის" ფეხბურთელი აარონ მუი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

25 წლის ავსტრალიელმა ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"აარონი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ფლობს თვისებებს, რომელთა სტიმულირებას და განვითარებას შევეცდებით.

აარონის გადასვლა "მანჩესტერ სიტისში" მოგვცემს საშუალებას, მომავალში მისი პოტენციალი გავხსნათ და პროფესიულ ზრდას შევუწყოთ ხელი", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბრაიან მარვუდმა.

აქვე გეტყვით, რომ "სიტის" ავსტრალიელი ფეხბურთელები - ლუკ ბრეტენი და ენტონი კასერესი იჯარის წესით "მელბურნში" გადავლენ.

გასულ სეზონში აარონ მუიმ ავსტრალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა.

მომზადებულია
Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული