The Telegraph-ის ცნობით, ლივერპულის კლუბი ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მლნ ფუნტად აფასებს, "სიტიში" კი თანახმანი არიან, ეს თანხა გადაიხადონ.
სავარაუდოდ, ტრანსფერი მას შემდეგ შედგება, რაც სტოუნსი ევრო 2016-ის შემდეგ, შვებულებიდან დაბრუნდება.
ცნობილია, რომ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სტოუნსს უმთავრეს სატრანსფერო მიზნად განიხილავს. მანჩესტერში გადაბარგებით თავად ფეხბურთელიცაა დაინტერესებული.