"მანჩესტერ სიტი" მზადაა ჯონ სტოუნსის სანაცვლოდ 50 მლნ ფუნტი გადაიხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გადაწყვეტილი აქვს, "ევერტონის" 22 წლის მცველი ჯონ სტოუნსი შეიძინოს.

The Telegraph-ის ცნობით, ლივერპულის კლუბი ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მლნ ფუნტად აფასებს, "სიტიში" კი თანახმანი არიან, ეს თანხა გადაიხადონ.

სავარაუდოდ, ტრანსფერი მას შემდეგ შედგება, რაც სტოუნსი ევრო 2016-ის შემდეგ, შვებულებიდან დაბრუნდება.

ცნობილია, რომ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სტოუნსს უმთავრეს სატრანსფერო მიზნად განიხილავს. მანჩესტერში გადაბარგებით თავად ფეხბურთელიცაა დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული