ხოსეპ გვარდიოლა: ფეხბურთელებს უკანალზე მივცხებ, როცა ამის საჭიროება იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად წარადგინა ახალი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა და 2016/17 წლების ფორმა.

"გპირდებით, როცა საჭირო იქნება, ფეხბურთელებს მოვეფერები და უკანალზე მოვცხებ, როცა ამის საჭიროება იქნება. ასე ჩვენ წარმატების გზას დავადგებით. ჩემი პრიორიტეტი კარგი გუნდური სულის ჩამოყალიბება და თამაშია. ფეხბურთელების დიდ ნაწილს კარგად ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები, თუმცა წარსული წარსულია", - განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც თავის ერთ-ერთ ასისტენტად ესპანელი მიკელ არტეტა დანიშნა. ამ უკანასკნელმა "არსენალში" ასპარეზობა დაასრულა და ფეხბურთის თამაშსაც დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ "სიტის" რიგები ესპანელმა ნოლიტომ შეავსო.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული