"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას სანაცვლოდ 121 მლნ ევროს ამზადებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელით, პოლ პოგბათი სერიოზულად დაინტერესდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ორი დღეა "იუვენტუსის" წარმომადგენლებთან პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს.

ფრანგი ვარსკვლავის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედს" შესაძლოა ტრანსფერების ისტორიაში ყველაზე დიდ თანხად, 121 მლნ ევროდ (100 მლნ ფუნტი) დაუჯდეს.

ამ დროისთვის "იუვენტუსი" ფეხბურთელის გაშვებას არ გეგმავს, თუმცა ინგლისელები პოგბას ხელფასის სახით ასტრონომიულ თანხას, კვირაში 300 ათას ფუნტს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ პოგბას გადაბირებას ასევე "რეალიც" ცდილობს.

გასულ სეზონში პოგბამ "იუვენტუსის" მაისურით 49 მატჩი
ჩაატარა ყველა ტურნირზე, სადაც 10 გოლი გაიტანა და 16 პასი გააკეთა. ევრო 2016-ზე კი ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული