COPE: ლიონელ მესი დეპრესიაშია და "ბარსადან" წასვლას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი უკვე დიდი ხანია, რაც ესპანეთში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის 2016-ის ფინალში დამარცხებისა და ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, რომელმაც პირობითად 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, სულაც დეპრესიაში ჩავარდა, - წერს Cadena COPE.

წყაროს ცნობით, არგენტინელ ფორვარდს შვება ვერც კატალონიური კლუბის მიერ მის მხარდასაჭერად წამოწყებულმა კამპანიამ მოჰგვარა. მესის ვითარების შეცვლა სურს და აღარ აპირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მესის მამამ შეხვედრა ლონდონის "ჩელსის"
მფლობელ რომან აბრამოვიჩთან გამართა, თუმცა ძალიან საეჭვოა, "ბარსელონა" თავის ლიდერს ამ ზაფხულსვე შეელიოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს თავს ბედნიერად მხოლოდ პანამაში ან კაიმანის კუნძულებზე იგრძნობს თავს ჰაჰაჰა
musenbazi
12:48 11-07-2016
0
ასე იცის კაცის გაკერპებამ.იშვიათია რომ პირველივე წარუმატებლობის შემდეგ არ გატყდეს.
ბილიიდან
13:30 11-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული