COPE: ლიონელ მესი დეპრესიაშია და "ბარსადან" წასვლას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი უკვე დიდი ხანია, რაც ესპანეთში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის 2016-ის ფინალში დამარცხებისა და ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, რომელმაც პირობითად 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, სულაც დეპრესიაში ჩავარდა, - წერს Cadena COPE.

წყაროს ცნობით, არგენტინელ ფორვარდს შვება ვერც კატალონიური კლუბის მიერ მის მხარდასაჭერად წამოწყებულმა კამპანიამ მოჰგვარა. მესის ვითარების შეცვლა სურს და აღარ აპირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მესის მამამ შეხვედრა ლონდონის "ჩელსის"
მფლობელ რომან აბრამოვიჩთან გამართა, თუმცა ძალიან საეჭვოა, "ბარსელონა" თავის ლიდერს ამ ზაფხულსვე შეელიოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საკე ჰალუცინაციებსაც იწვევს? :D

მესის არგენტინაში ურყავენ და მადეირაზე რასაც უზავენ უკვე ვიცი :D
gaocebuli
18:21 11-07-2016
0
მესიმ, დღესვე,რომ დაანებოს თავი თამაშს,მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მაინც უდიდეს ფეხბურთელად დარჩება:პანამაშიც,კაიმანზე და თქვენ წარმოიდგინეთ კუნძულ მადეირაზეც.
sake
17:21 11-07-2016
0

სიახლეები პოპულარული