არადა, იტალიელი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და სანამ დრო კიდევ გაუფლანგავს საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოს და ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც უდავოდ გააჩნია, როგორმე უნდა გამოავლინოს. ოღონდ, ზუსტად ვიცით, რომ ეს "ენფილდზე" აღარ მოხდება, რადგან "კლოპო" მასთან თანამშრომლობით დაინტერესებული არ არის.
"მას კარიერაში ახლა ისეთი
ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ გერმანელის თქმით, კლუბი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ჯო ალენის თაობაზე. უელსელს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მხარეები ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება და რამდენად უღირთ ეს.
8-წლიანი ერთგულების მერე
ამასობაში, "ენფილდი" დატოვა მარტინ შკრტელმა. სლოვაკეთის ნაკრების 31 წლის კაპიტანი კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. შკრტელს "ლივერპულში" 319 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდთან განშორება ადვილი არ გახლდათ, მაგრამ კლოპი რომ ცვლილებებს მოახდენდა და კიდევ მოახდენს, ცხადია. წასვლამდე შკრტელმა მობოდიშება მოასწრო იმის გამო, რომ ჰერ იურგენი სოციალურ ქსელში უხამსი სიტყვით შემოელანძღა. როგორც ინგლისურ პრესაში იწერებიან, "ფენერმა" ამ ტრანსფერში 5 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"