"იუნაიტედი" ამხანაგურად "უიგანს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 მოუგო. თავი ვილ კინმა და ანტონიო პერეირამ გამოიჩინეს.
ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ჰენრიხ მხითარიანსა და ერიკ ბეის, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინა. გუნდს დაუბრუნდა ლუკ შოუც, რომელმაც ფეხის მოტეხვის გამო 10 თვე გამოტოვა.