შვედი ახალწვეული ზლატან იბრაჰიმოვიჩი 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე ფრანგ ანტონი მარსიალის საკუთრება იყო. თავად ფრანგს კი 11-ნომრიანი მაისური ერგო.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნომრის შეცვლა მარსიალთან შეთანხმებით არ მომხდარა, რის გამოც ფრანგი ფორვარდი გაბრაზებულია.