გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაჰრეზი ლონდონის "არსენალში" უნდა გადასულიყო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
"მაჰრეზი ჩვენთან ერთად რჩება. მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ის ხომ გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავია?! სხვა გუნდებსაც ჰყავთ ვარსკვლავები და იქ გადასვლით, შესაძლოა, მას სათამაშო დრო არ ჰქონდეს და სკამზე მოუწიოს ჯდომა, ამიტომ აქ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ციტირებს რანიერის Sky Sports-ი.