ჟოზე მოურინიო: დილიდან 8-დან 7-მდე ქალაქში ვარ და გვარდიოლა ჯერ არ მინახავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის ულტიმატუმი არ წაუყენებია, მაგრამ თავად მას პირველივე სეზონში სურს ტიტულის მოპოვება.

"კლუბის ხელმძღვანელობას ჩემთვის არანაირი ულტიმატუმი არ წაუყენებია. მათ მითხრეს, რომ შემიძლია მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე 3 წლის განმავლობაში, მე კი ისინი საქმის კურსში ჩავაყენე, რომ პირველივე სეზონში მსურს ტიტულის მოპოვება. ჩემპიონად ყოფნა მსურს. ჩვენი მიზანი არა ოთხეული, არამედ - ჩემპიონობაა!

გვარდიოლა? არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, თუ მას მანჩესტერში გადავეყრები. მილანში "ინტერს" ვწვრთნიდი, კარლო ანჩელოტი კი -
"მილანს". მადრიდში "რეალში" ვმუშაობდი, დიეგო სიმეონე - "ატლეტიკოში". ლონდონში ყოფნისას იქ ვენგერი და სხვა მაღალი დონის მწვრთნელები მუშაონდნენ.

გვარდიოლას ქალაქში ჯერ არ შევხვედრილვარ მიუხედავად იმისა, რომ დილის 8-ზე გავდივარ სახლიდან და 7-ზე ვბრუნდები", - ციტირებს პორტუგალიელს The Sun-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული