ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ძალიან დაწყდათ გული, რომ ბრიუსი წავიდა, მაგრამ მას უფროსობასთან უთანხმოებისა და სატრანსფერო პოლიტიკაზე ვერშეთანხმების გამო ამ ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.
"ეს რთული გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ კლუბისთვის ასე სჯობდა. ბოლო 12 თვე ძალიან მძიმე იყო და გადავწყვიტე, განზე გავმდგარიყავი, რადგან გუნდს ახალი მწვრთნელით განვითარების და წინსვლის უკეთესი შანსი ჰქონდეს. იშვიათია, მწვრთნელს
ეს ენითაუწერელია და დიდ მადლობას ვუხდი "ჰალის" საოცარ ფანებს. ჩემთვის ერთ-ერთ წარუშლელ მოგონებად დარჩება 2014/15 წლების სეზონის ბოლო დღე, როდესაც ჩვენ დარჩენა ვერ შევძელით, მაგრამ პუბლიკა ტაშს გვიკრავდა, იმის ნაცვლად, რომ ობსტრუქცია მოეწყო" - თქვა ბრიუსმა, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლიდან მუშაობდა.
55 წლის ბრიუსმა ვალი მოიხადა და "ჰალი" პრემიერლიგაში ისევ აღაზევა, მაგრამ გუნდის გაძლიერების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ახლა კი ის სხვა კლუბს იპოვის, რაც წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"