შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდი "ნაპოლიდან" ტურინში 90 მლნ ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
"ფეხბურთი ძალიან შეიცვალა - ახლა აქცენტი ფულზე კეთდება. ფეხბურთელები გუნდიდან გუნდში უფრო მეტი ფულის საშოვნელად გადადიან. დღეს ფეხბურთი ბიზნესია და არა - ვნება.
გულშემატკივარი სტადიონზე იმ ფეხბურთელის სანახავად მოდის, რომელიც ყოველთვის ერთი გუნდის გვერდითაა.
ნახეთ, რა მოხდა იგუაინის "იუვენტუსში" გადასვლით. ეს კატასტროფაა. თუმცა დღეს ეს სავსებით ნორმალური სიტუაციაა. უცხოელი იტალიაში ჩამოდის და სხვა გუნდში მეტი
თუ ოდესმე ფულზე ვიფიქრებდი, "რომადან" აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფული არ არის! ბევრჯერ მიფიქრია აშშ-ში გადასვლაზე, თუმცა გული "რომას" ეკუთვნოდა. მსურს, კარიერა ტიტულის მოგებით დავასრულო. მესმის, ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა", - განაცხადა იტალიელმა.