დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა

AutoSharing Option
პერ მერტეზაკერი ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს. 31 წლის გერმანელმა მცველმა "ლანსთან" ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ.

არსენ ვენგერის თქმით, მერტეზაკერს რამდენიმე თვე გაუცდება. შეგახსენებთ, რომ პერი ლონდონურ გუნდში 2011 წელს ბრემენის "ვერდერიდან" გადავიდა.

გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ნაციონალმანშაფტის ღირსება 104-ჯერ აქვს დაცული. "მეთოფეებმა" "ბოლტონიდან" რობ ჰოლდინგი კი იყიდეს, მაგრამ დაცვის ცენტრში ალბათ ლორან კოსიელნისა და გაბირელ პაულისტას წყვილი ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული