საქმე ის არის, რომ მერსისაიდელებმა "ლომებს" 33,5 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს. ვნახოთ, გადაიხდიან თუ არა "ენფილდის" ბინადრები მეტს.
23 წლის ნახევარმცველს სხვა მსურველებიც არ აკლია. ჟოაო მარიო ევრო 2016-ზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ და ბევრ ვერსიაში სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. იგი მნიშვნელოვნად დაეხმარა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"