"ლივერპულს" ევროპის ჩემპიონის გადაბირება სურს

AutoSharing Option
"ლივერპულს" პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველის, ჟოაო მარიოს შეძენა აქვს განზრახული, მაგრამ ეს ასეთი ადვილიც არ ყოფილა.

საქმე ის არის, რომ მერსისაიდელებმა "ლომებს" 33,5 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს. ვნახოთ, გადაიხდიან თუ არა "ენფილდის" ბინადრები მეტს.

23 წლის ნახევარმცველს სხვა მსურველებიც არ აკლია. ჟოაო მარიო ევრო 2016-ზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ და ბევრ ვერსიაში სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. იგი მნიშვნელოვნად დაეხმარა პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული