დაიჭირეთ ჟოზე! მოურინიო შვაინშტაიგერის "მასხრად აგდებაში" დაადანაშაულეს

AutoSharing Option
ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი დეიან სტეფანოვიჩი ამბობს, ჟოზე მოურინიო ბასტიან შვაინშტაიგერის "მასხრად აგდებისთვის" პატიმრობას იმსახურებსო.

32 წლის გერმანელი ნახევარმცველი პორტუგალიელმა თავიდანვე აითვალწუნა და ამჟამად 23-წლამდელთა გუნდთან ერთად გაუშვა სავარჯიშოდ. ეს კი, სტეფანოვიჩის აზრით, დაუშვებელია.

"ეს ნამდვილი დაცინვაა. სლოვენიაში მოურინიოს სრული სიმკაცრით გავასამართლებდით და ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალურ სასჯელს, 3-წლიან პატიმრობას მივუსჯიდით" - ამბობს დეიანი, რომელიც ამავდროულად, იურისტია.

სხვათა შორის, შვაინშტაიგერთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედში" კომენტარს არ აკეთებენ და ამ თემას ერიდებიან. სტეფანოვიჩს კი მიაჩნია, რომ ბასტიანმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას უნდა მიმართოს და
მისი უფლებების დაცვა მოითხოვოს.

"შვაინშტაიგერს აშკარად ავიწროებენ. მოურინიო ყველას ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს. ამავდროულად, ეს წესების, ფიფას რეგულაციების დარღვევაა და რეაგირებას საჭიროებს" - ამბობს გაცხარებული სტეფანოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალიაააა,ამხელა ფეხბურთელს ესე მოექცე უბრალოთ უზრდელობაააა
vasikobasiladze
12:37 05-08-2016
0
ო ეს ნაგავი..ერთი მაგარი წიხლი ბასტიანნნნნნნნნნნნნნნნნნნ
keta
15:11 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული