ინგლისის სუპერთასი: "იბრას" გოლით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტადიონ "უემბლიზე" გამართულ ინგლისის სუპერთასის მატჩში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ჩემპიონი "ლესტერი" და ტიტული დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ახალ გუნდში თავისი პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (83) გაიტანა, რომელიც "იუნაიტედისთვის" გამარჯვების აღმოჩნდა. მანამდე კი ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ანგარიში 32-ე წუთზე, ჯესი ლინგარდის გოლით გახსნეს. 52-ე წუთზე კლაუდიო რანიერის გუნდმა გათანაბრება ჯეიმი ვარდის გოლით მოახერხა.

ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის სუპერთასი ისტორიაში 21-ედ მოიპოვა, რითაც თავისი რეკორდი გააუმჯობესა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო მანჩესტერ! ბავშვობიდან მეამაყები! ეს ერთი და სხვა მრავალი ახალ სეზონში.ისე ლინგაარდმა ნახევარი ლესტერი ჩახია და ისე შეაგდო.იბრამ კი საკონტროლო მიასვა!!!
პაატა
12:50 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული