ჟოზე მოურინიო: ჩემი კოლეგების არაეთიკური კრიტიკა ძალიან არ მსიამოვნებს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპისა და არსენ ვენგერის მხრიდან კრიტიკას არ იღებს და მათ არაეთიკურობაში ადანაშაულებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გერმანელმა და ფრანგმა სპეციალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო აქტიურობასა და დანახარჯებს, განსაკუთრებით კი, პოლ პოგბას 100-მილიონიან ტრანსფერზე აღნიშნეს - არაეთიკურიაო.

"განსაკუთრებულის" პასუხმაც არ დააყოვნა:

"არის რაღაცები, რასაც, როცა მე ვაკეთებ, არაეთიკურია, ხოლო როცა სხვები - ნორმალურია. სინამდვილეში, არაეთიკურია სხვის ტრანსფერებზე გაუთავებელი ლაპარაკი", - განაცხადა მოურინიომ.

უფრო ადრე ვენგერმა პოგბას სატრანსფერო ფასს "სრული სიგიჟე" უწოდა, ხოლო კლოპმა თქვა, რომ შეუზღუდავადაც რომ ჰქონდეს ფული,
ზოგიერთი გუნდივით არ მოიქცეოდა და მზა ფეხბურთელებში კოლოსალურ თანხებს არ დახარჯავდა. ნიჭიერი მოთამაშის პოვნა, მისი გაზრდა და განვითარება გაცილებით საინტერესო და სწორი მგონიაო, - ბრძანა ჰერ კლოპმა.

"ჩემი კოლეგების არაეთიკური კრიტიკა ძალიან არ მსიამოვნებს. პოგბაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ძალიან კარგი ნახევარმცველია. ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს და სულ 23 გვეყოლება. სატრანსფერო "ფანჯარა" 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩვენ გვსურს, ის რაც შეიძლება მალე დავხუროთ და 14 აგვისტოსთვის მზად ვიყოთ", - განაცხადა მოუმ.

ამასობაში, უკვე დაითვალეს სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც "მანჩესტერი" პოგბას ტრანსფერის შემდეგ პირველ წელს მიიღებს. აღმოჩნდა, რომ ამ სავარაუდო შემოსავალმა 40 მილიონი ფუნტი შეადგინა.

* * *
გრძელდება აურზაური ბასტიან შვაინშტაიგერის გარშემოც, რომელსაც ჟოზე სარეზერვო გუნდთან ერთად ავარჯიშებს.

გერმანელს ბევრი დამცველი გამოუჩნდა - ძმიდან დაწყებული, უცნობი ადამიანებით დამთავრებული. თუმცა პორტუგალიელი, ჯერჯერობით, აზრის შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ მისი გადასაწყვეტია, ვის როდის ათამაშებს და როგორ ავარჯიშებს.

"მე მიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ყველა გუნდში ხდება და ესა თუ ის გადაწყვეტილება ყველას მოსაწონი ვერ იქნება", - დაამატა მოურინიომ.

სხვათა შორის, პორტუგალიელმა იმაზეც ილაპარაკა, რომ "მანჩესტერი" მთლიანად უნდა გადააწყოს, რადგან მის წინამორბედ ლუი ვან გაალს რადიკალურად განსხვავებული იდეები და ხედვები ჰქონდა.

ამიტომ უფრო ადვილი იქნებოდა, მაგალითად, 20 ფეხბურთელი თავად შემერჩია და ყველაფერი ნულიდან დამეწყოო, - დასძენს ჟოზე.

თურქული "გალათასარაი" კი ამ არეულობით ხელის მოთბობას აპირებს და "წითელ ეშმაკებს" ორ ვეტერან ფეხბურთელში - შვაინშტაიგერსა და ანტონიო ვალენსიაში 4,25 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოუ თითქმის არასდროსაა მართალი მიდგომებში, ფეხბურთელის ბავშვებში სავარჯიშოდ გაშვებაზეა საუბარი და არა სხვა რამეზე, იგივე კასილიასთან მისი მიდგომა, რომლითაც მოგებული არავინ დარჩენილა და წაგებული ისევ მოურინიო გამოდგა. მარტივად შეიძლებოდა იგივე შვაინშტაიგერის გაშვება... საზღვარგარეთ კი ღირებულს ძირითადად სამხრეთ ამერიკელი, აფრიკელი და აღმოსავლეთ ევროპელები ქმნიან თავიანთი შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატებიდან გამომდინარე, გერმანელები, ინგლისელები, იტალიელები და ესპანელები ძირითადად საკუთარ ჩემპიონატებში ირჯებიან :) ისე კლინსმანს, მათეუსს, კოლერს, ზამერს, ანდი მიოლერს, ჰესლერს ბევრი აქვთ სხვა ჩემპიონატებში განაკეთები, იგივე ოზილი და კროოსიც მშვენივრად გამოდიან
alika-s
15:34 08-08-2016
0
Racme maxsovs arcert germanel fexburtels sazgvargaret raime girebuli arsheuqmnia. Mixvide ocnebebis teatrshida bolomde daimkvidro adgili es arctuiseadvilia. Bastianis dro wavidada igi exla mxolod turqetis,an chinetis klubebis dziritadze tuga ganacxadebs pretenzias.da ertiram kide,germanuli klubebi sazgvargaret uishviatesi gamonaklisis garda limonivit gamowurul fexburtelebs ushveben,aserom mou amshemtxvevashi absoliturad martalia
Alika
13:41 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული