28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ბარნლისთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა სარეკორდოდ დიდი თანხა - 8 მილიონი ფუნტი დახარჯა ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" მოყვანილ მოთამაშეში.
დეფურს ბელგიის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიხილეთ, მაგრამ ევრო 2016-ზე აღარ წაიყვანეს.
"იმედი მაქვს, ჩემს გამოცდილებას გუნდს მოვახმარ და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რაც ძალიან მომწონს. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდა და მიხარია,
"სტივენი დიდი ხანია ჩვენი სამიზნეა. ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით" - თქვა "ბარნლის" მწვრთნელმა შონ დიჩიმ.
2011 წელს დეფური "ევერტონს" უნდოდა და 9 მილიონ ფუნტსაც იხდიდა, მაგრამ ლიეჟის "სტანდარდს" ეს თანხა ეცოტავა. დაინტერესებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედიც", მაგრამ მერე დეფურმა ფეხი მოიტეხა და სერ ალექს ფერგიუსონმა მას პირადად უსურვა კიდეც მალე მომჯობინება, თუმცა... მერე აღარ გახსენებია.
აქვე, ვთქვათ ისიც, რომ "ბარნლიმ" გაყიდა 31 წლის მცველი დევიდ ჯოუნსი, რომელიც "შეფილდ უენსდიში" ჩაირიცხა. სხვათა შორის, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაგამოვლილია და ბოლო წლებში "ბარნლის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"