პრემიერლიგა. II ტური: "ჰალი" "ლესტერი" არ გეგონოთ... [VIDEO]

AutoSharing Option
* "ჰალი", როგორც დებიუტანტი, გახდა მეორე გუნდი (პირველი იყო "ბოლტონი" 2001/02 წლების სეზონში) პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორი სასტარტო მატჩი მოიგო...
* სერხიო აგუეროს უშუალოდ "სტოკის" კარში 7 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი...
* "ბარნლის" "ლივერპულისთვის" 1974 წლის მერე არ ჰქონდა მოგებული...
* "ლესტერი" დაუმარცხებელია პრემიერლიგის ბოლო 16 საშინაო მატჩში, მას მერე, რაც გასულ სეზონში "არსენალთან" 2:5 წააგო...
* უეინ რუნიმ პრემიერლიგაში მე-600 მატჩი ჩაატარა...

პრემიერლიგის მეორე ტური პარასკევს, "ოლდ ტრაფორდის" მატჩით დაიწყო. "მანჩესტერმა" ზედმეტი ნერვიულობის გარეშე "საუთჰემპტონს" 2:0 მოუგო.
რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული შეხვედრის მთავარი ფიგურა ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, ვინც ჯერ უეინ რუნის ფლანგური პასის შემდეგ ეფექტური თავურით შეაგდო, მერე კი პენალტი გამოიყენა.

თუმცა ჟოზე მოურინიომ ნამატჩევს უფრო მეტი პოლ პოგბაზე ილაპარაკა. სატრანსფერო ზაფხულის მთავარ გმირს ამ დღეს "იუნაიტედში" მეორე დებიუტი ჰქონდა.

"მე ვთვლი, რომ მან ძალიან კარგად ითამაშა, - თქვა მოუმ. - ის ეფექტური იყო როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურობის თვალსაზრისით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ის, რა სარგებელიც მას შეუძლია მოუტანოს გუნდს. შეიძლება დღეს ის უფრო მეტად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული, მაგრამ ერთ დღესაც, მე მჯერა, ჩვენ უფრო შემტევ თამაშზე გადავალთ და პოგბას როლი ამაშიც დიდი იქნება. ამ ეტაპზე ფეხბურთელებს მეტს ვერ მოვთხოვ. თუმცა დღეს მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. პირველიდან ბოლო წუთამდე ვაკონტროლებდით თამაშს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

"განსაკუთრებულმა" აქო და ადიდა მარუან ფელაინი, ვინც პოგბას მხარდამხარ საყრდენად ითამაშა; გული არ დასწყვიტა ანდერ ერერასაც. მოკლედო, ბოლოს დასძინა, ძალიან მაღალი კლასის გუნდი მყავსო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
შაბათის მთავარი სიურპრიზი "ლივერპულის" მარცხი (0:2) იყო. იურგენ კლოპის გუნდმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა პირველ ტურში, როცა "არსენალს" სტუმრად 4:3 მოუგო. "წითლები" იმ თამაშშიც თავიდან მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ამას "არსენალთან" რომ აკეთებ და "ბარნლისთან" ვერაფერს ხდები, დამაფიქრებელია, მეტი რომ არ ვთქვათ. ჩანს, სეზონის სტარტზე კლოპს არასტაბილურობასთანაც მოუწევს შებმა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, დავმარცხდით გუნდთან, რომელმაც ლამის მთელი ცხოვრება ჩადო ამ თამაშში. ხანდახან იღბალიც არ გვწყალობდა. თუმცა ეს არ გვამართლებს, "ბარნლიმ" აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა", - თქვა კლოპმა.

* * *
"ლესტერი" შინ უგოლოდ დაუზავდა "არსენალს". თამაშმა აჩვენა, რომ არც ჩემპიონია ფორმაში და "მეთოფეებიც" გვარიანად წვალობენ. ასე რომ, მორიგი უსახური თამაშის გამო არსენ ვენგერი კვლავ თავდაცვით რეჟიმშია.

ამჯერად ის გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ალექსის სანჩესი ცენტრფორვარდად დააყენა და ეს იმით ახსნა, რომ ჩილელი ფლანგებზე სირბილით ბევრ ენერგიას ხარჯავს და უკეთესი იქნება, თუ ამ ენერგიას გოლების გატანას მოახმარს. ვენგერმა ის ლუის სუარესსაც შეადარა...

ცხადია, ტრადიციული კითხვაც დაისვა - სატრანსფერო ბაზარზე რას აპირებთო? არ ვიცით, რამდენად გულწრფელი იყო ვენგერი, მაგრამ ამას კი დაჰპირდა ფანებს - სადაცაა ახალ ფეხბურთელს შევიძენთო. მერე კი კონტრშეტევაზეც გადავიდა:

"ძალიან დავიღალე ერთსა და იმავე თემაზე ლაპარაკით... დღეს ბრწყინვალედ ითამაშა ახალწვეულმა რობ ჰოლდინგმა. ის არის 20 წლის, ის არის ინგლისელი და თქვენ ბედნიერები უნდა იყოთ, რომ ინგლისს ასეთი ფეხბურთელი ეზრდება. აქ კი რა თემებზე ვლაპარაკობთ? მეჩვენება, რომ ვმსჯელობთ ყველაფერზე, გარდა ფეხბურთისა და ეს ძალიან ცუდია".

კამათი გამოიწვია ორმა ეპიზოდმა, რომელიც ტაიმების ბოლოს მოხდა - ჯერ დენი დრინკუოტერის, მერე კი აჰმედ მუსას შემთხვევაში. თითქოს, ორივე ეპიზოდი პენალტს წააგავდა და მასპინძლები ითხოვდნენ კიდეც მარკ კლატენბურგისგან უმაღლესი ზომის გამოყენებას, მაგრამ...

ვენგერის თქმით, "ლესტერის" მოთამაშეთა მხრიდან პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, კლაუდიო რანიერი კი გაცილებით დიპლომატიური იყო:

"მე არ ვარ ის მწვრთნელი, ვინც ამბობს, რომ ამა თუ იმ ეპიზოდში არბიტრმა არ დაგვინიშნა ასპროცენტიანი პენალტი. ამის გამო არასოდეს ვღვრი ცრემლებს. ჩემთვის პენალტი არის მაშინ, როცა მსაჯი ჩასტვენს და 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვერს ხელს. ეს არის და ეს. რაც შეეხება თამაშს, კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თავდადებით და ასე მგონია, ცოტა მეტი დავიმსახურეთ".

* * *
მიუხედავად იმისა, რომ სერხიო აგუერომ "სტიაუასთან" ამასწინანდელ მატჩში 2 პენალტი ვერ გაიტანა, "სტოკთან" შაბათის შეხვედრაში ანგარიში სწორედ არგენტინელის 11-მეტრიანით გაიხსნა. 9 წუთში "კუნმა" მეორეც შეაგდო და ორ ტურში 3 გოლი დააგროვა.

როგორ არ აღვნიშნოთ შეცვლაზე შესული ნოლიტოს დუბლიც, რამაც საბოლოოდ გატეხა წელში თავგანწირვით მოთამაშე მასპინძელი.

მოდით, ნურც რაჰიმ სტერლინგს დავუკარგავთ შესანიშნავ გარჯას (ყველაფერთან ერთად, მისი დიდი დამსახურება იყო მეოთხე გოლში) და საერთო ჯამშიც, "სიტიმ" უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ ტურში. ეს კი იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ პეპ გვარდიოლა ნელ-ნელა ჭრის გუნდს თავის თარგზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს "ტოტენჰემი", რომელმაც დებიუტანტ ვიქტორ ვანიამას თავურით სძლია "კრისტალ პალასს". ამ უკანასკნელმა სტარტზე ორივე მატჩი "მშრალად" დათმო, თუმცა უქმეებზე კარგი ამბავიც გამოურია - "ლივერპულიდან" 32 მილიონ ფუნტად ("კრისტალ პალასისთვის" სარეკორდო ტრანსფერია) მოვიდა კრისტიან ბენტეკე, ვინც სწორედ გოლებზე იქნება პასუხისმგებელი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე ვთქვათ "ევერტონის" პირველ გამარჯვებაზეც რონალდ კუმანის ხელში. "კანფეტებმა" სტუმრად მოუგეს "ვესტ ბრომვიჩს", რომელიც თავიდანვე დაწინაურდა და რომლის მწვრთნელმა ტონი პულისმა დაიჩივლა - 5 ახალი ფეხბურთელი მჭირდებაო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
იტალიელ მწვრთნელთა დერბიში "უოტფორდის" საქმეები კარგად მიდიოდა მანამ, ვიდრე მოედანზე მიჩი ბაჩუაი გამოჩნდებოდა. "ჩელსის" ბელგიელი ახალწვეული სულ რაღაც 7 წუთის შესული იყო თამაშში, როცა ანგარიში გაათანაბრა.

კიდევ ერთი კაცი, ვინც მოედანზე შევიდა და საქმე გააკეთა, რეზერვს გაშინაურებული სესკ ფაბრეგასი გახლდათ, ვინც შორეული პასით დიეგო კოშტას გამარჯვების გოლი გაატანინა.

გამარჯვების მიუხედავად, ანტონიო კონტემ არ დამალა, რომ გუნდს მაინც სჭირდება ახალი მოთამაშეები და მეტადრე - დაცვაში. მაგრამ იქვე დასძინა - ამ გიჟური სატრანსფერო ბაზრის გადამკიდე, კარგი მცველების ყიდვა ძალიან ძნელიაო...

კონტეს თანამემამულე ვალტერ მაძარი კი სხვა რამეზე სწუხდა - ორჯერ ჩაგვეძინა და ორივეჯერ დავისაჯეთო. ზოგადად კი:

"ჩვენ უნდა დაგვეჭირა ბურთი და გვეკონტროლებინა სიტუაცია მას მერე, რაც დავწინაურდით, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ამიტომაც დავრჩით უქულოდ მატჩში, რომლის დიდ ნაწილში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ჰალმა" მეორე ტურშიც მოიგო და ბევრს "ლესტერი" გაახსენა, მაგრამ ამაზე რომ ჰკითხეს გუნდის დროებით მწვრთნელ მაიკ ფელანს, ადეკვატური პასუხიც მიიღეს:

"რაზე ვლაპარაკობთ?! რეალისტები უნდა ვიყოთ. "ჰალს" არ აქვს საიმისო რესურსი, რომ იმდენი შეძლოს, რაც "ლესტერმა" გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და თითოეულ მათგანს დიდად ვაფასებ", - შესაშური თავმდაბლობაა 53 წლის სპეციალისტის მხრიდან.

მაგრამ ის მაინც იმდენს იზამს, "ჰალის" ბოსებს თავს მთავარ მწვრთნელად დაანიშნინებს. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სტივ ბრუსის წასვლის შემდეგ სწორედ ფელანს მიანდეს დროებით "ვეფხვების" გაწვრთნა? არადა, ის შესანიშნავად უძღვება საქმეს და იქნებ აღარც ღირდეს სხვა მწვრთნელის ძებნა?!

ნახეთ, რა ცვლილება გააკეთა კაცმა: 73-ე წუთზე მოედანზე შეუშვა შოტლანდიელი შონ მელოუნი, ვინც ექვს წუთში ჯერ თავად შეაგდო, ხოლო ზედ ფარდის დაშვების წინ აბელ ერნანდესსაც გაატანინა.

პრემიერლიგა. II ტური
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (36), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (52-პენ)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ - პოგბა, ფელაინი - მარსიალი (82. ანდერ ერერა), მატა (76. მხითარიანი), რუნი (89. სმოლინგი) - იბრაჰიმოვიჩი.
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფოსტერი - სედრიკი, ვან დიიკი, ფონტე, ტარჯეტი - რომეუ (12. კლასი) - ჰოიბერგი, ს. დევისი (67. ოსტინი) - ტადიჩი - ლონგი (84. როდრიგესი), რედმონდი.
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-0; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-13 (5-1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 75 326

სტოკი-სიტი 1:4
გოლები: 0:1 აგუერო (27-პენ), 0:2 აგუერო (36), 1:2 კრკიჩი (49-პენ), 1:3 ნოლიტო (86), 1:4 ნოლიტო (90+5)
სტოკი (4-3-3): გივენი - ბერდსლი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - იმბულა (72. უოლტერსი), უელანი, ალენი - არნაუტოვიჩი (88. სობი), კრკიჩი, დიუფი.
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - საბალეტა, სტოუნზი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა - ნავასი (69. ნოლიტო), დე ბრუინი (88. დელფი), სტერლინგი - აგუერო (83. იჰეანაჩო).
გაფრთხილება: შოუკროსი (26), კრკიჩი (45), ალენი (71) - საბალეტა (48), სტერლინგი (49), დე ბრუინი (66), სტოუნზი (90)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-12 (3-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 27 455

ბარნლი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 უოკსი (2), 2:0 გრეი (37)
ბარნლი (4-4-2): ჰეტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - არფილდი, მერნი, დეფური (56. გუდმუნდსონი), ბოიდი - უოკსი (82. იუტკევიჩი), გრეი (90. ონილი).
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი (77. მორენო) - ლალანა (78. გრუიჩი), ჰენდერსონი, ვინალდუმი - სტარიჯი (65. ორიჯი), კოუტინიო, ფირმინო.
გაფრთხილება: - ჰენდერსონი (65)
კუთხური: 1-12; ჯარიმა: 14-5; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 3-26 (2-5); ბურთის ფლობა: 19%-81%.
მაყურებელი: 21 401

სუონსი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 მელოუნი (79), 0:2 აბელ ერნანდესი (90+2)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, ამატი, კინგსლი - კორკი, ფერი (68. კი) - ბეროუ (85. დაიერი), სიგურდსონი, რუტლიჯი (55. მონტერო) - ლორენტე.
ჰალი (4-3-3): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი, ლივერმორი, კ. დევისი, რობერტსონი - მეილერი, ჰადლსტოუნი, კლუკასი - სნოდგრასი, აბელ ერნანდესი, დიომანდი (73. მელოუნი).
გაფრთხილება: -
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 23-12 (3-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 20 024

ტოტენჰემი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვანიამა (83)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დირი, ვანიამა - ლამელა (90. ტ. ქეროლი), კეინი (90. ონომა), ერიქსენი (68. ალი) - იანსენი.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, დანი, დელენი (82. ტომკინსი), სოარი - ლედლი (46. კაბაი), პუნჩეონი - თაუნსენდი, ლი (82. მეტჩი), ზაჰა - უიქჰემი.
გაფრთხილება: უოლკერი (60), ვერტონგენი (68), დირი (77) - ზაჰა (26), დანი (66), თაუნსენდი (88)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-10 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 36 284

უოტფორდი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 კაპუ (55), 1:1 ბაჩუაი (80), 1:2 დიეგო კოშტა (87)
უოტფორდი (3-1-4-2): გომეში - კეტკარტი, პრიოდლი, ბრიტოსი - ბეჰრამი - ჰოლებასი (90. სუნიგა), კაპუ (84. დუკური), გედიურა (88. ვიდრა), ამრაბატი - იგალო, დინი.
ჩელსი (4-1-4-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - კანტე - პედრო (71. მოზესი), ოსკარი (73. ბაჩუაი), მატიჩი (78. ფაბრეგასი), აზარი - დიეგო კოშტა.
გაფრთხილება: დინი (19), ბრიტოსი (69), ჰოლებასი (70), ბეჰრამი (90) - კეჰილი (20), დიეგო კოშტა (56), აზარი (90)
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-13 (2-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 21 977

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 მაკოული (9), 1:1 მირალასი (45), 1:2 ბერი (60)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ოლსონი, ევანსი - გარდნერი (64. მაკკლინი), იაკობი, დ. ფლეტჩერი, ფილიპსი (64. ლეკო) - რონდონი, ბერაინო (78. ლამბერტი).
ევერტონი (3-4-2-1): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, მორი - მაკკარტი (38. ლუკაკუ), გუეიე, ბერი, ბეინსი - მირალასი (81. უილიამსი), ბარკლი - დეულოფეუ (61. ბოლასი).
გაფრთხილება: ბერაინო (26), ოლსონი (59), ევანსი (90) -
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-13 (4-7); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 26 850

ლესტერი-არსენალი 0:0
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - ოლბრაიტონი (87. მუსა), მენდი (53. კინგი), დრინკუოტერი, მაჰრეზი - ოკაზაკი (67. ულოა), ვარდი.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, ჰოლდინგი, კოშელნი, მონრეალი - კოკელენი, ჯაკა (73. უილშირი) - უოლკოტი, კასორლა (73. იოზილი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78. ჟირუ) - სანჩესი.
გაფრთხილება: მენდი (45) - კოკელენი (24), ჰოლდინგი (90)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 6-13 (0-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 32 312

სანდერლენდი-მიდლსბრო 1:2
გოლები: 0:1 სტუანი (13), 0:2 სტუანი (45), 1:2 ვან აანჰოლტი (71)
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ლავი, ჯილობიჯი, მაკნეირი (46. ლენსი), ვან აანჰოლტი - როდუელი, ოში (37. პიენაარი) - უოტმორი (81. ასორო), გუჩი, იანუზაი - დეფო.
მიდლსბრო (4-2-3-1): გუზანი - ნსუე (83. აიალა), ბარაგანი, გიბსონი, ფრენდი - კლეიტონი, ფორშოუ - რამირესი (59. ადომა), სტუანი, დაუნინგი - ნეგრედო (90. ნაჯენტი).
გაფრთხილება: გუჩი (81) - კლეიტონი (26)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-8 (5-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 43 515

ვესტ ჰემი-ბორნმუთი 1:0
გოლი: 1:0 ანტონიო (85)
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი - ბირამი, კოლინზი, რიდი, მასუაკუ - ნორდტვეიტი (80. ე. ფლეტჩერი) - ტორე (89. ობიანგი), ნობლი, კუატე, ანტონიო - ვალენსია (63. კალერი).
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, ს. კუკი, დენიელსი - იბე (79. აკე), არტერი, სურმენი, ფრეიზერი (86. გოსლინგი) - კინგი, უილსონი (75. გრაბანი).
გაფრთხილება: ბირამი (38), რიდი (45), ობიანგი (90) - არტერი (33), ს. კუკი (37)
გაძევება: არტერი (77. ბორნმუთი)
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-9 (2-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 60 000

ბომბარდირები: 3 - აგუერო (სიტი), იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი).

მომდევნო ტური
27 აგვისტო:
ტოტენჰემი-ლივერპული, ჩელსი-ბარნლი, კრისტალ პალასი-ბორნმუთი, ევერტონი-სტოკი, ლესტერი-სუონსი, საუთჰემპტონი-სანდერლენდი, უოტფორდი-არსენალი, ჰალი-მანჩესტერი

28 აგვისტო:
ვესტ ბრომვიჩი-მიდლსბრო, სიტი-ვესტ ჰემი.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული