დევიდ მოიესი: აბა, თქვენ რა გეგონათ?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდმა", თითქოს, შემადგენლობა გაიძლიერა და დევიდ მოიესიც გამოცდილი სპეციალისტია, კლუბმა პრემიერლიგა ორი წაგებით დაიწყო.

ფანებისთვის საგანგაშო მეორე ტურში, საკუთარ "ლაითზე" პრემიერლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულ "მიდლსბროსთან" დერბი გამოდგა. მათ გაიაზრეს, რომ "შავ კატებს" შესაძლოა, ამ სეზონშიც გადარჩენისთვის მოუხდეთ ბრძოლა და ახლა ეს უკვე შოტლანდიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

"ისინი, ალბათ, მართლები არიან, ასე რომ ფიქრობენ, რადგან ბოლო 4 წელიწადია, "სანდერლენდი" სწორედ გადარჩენისთვის იბრძოდა. რატომ შეიცვლებოდა ყველაფერი უცებ? ფაქტებს და რეალობას ვერ გაექცევი. ხალხი ყოველთვის მყისიერ და რაიდაკალურ ცვლილებას ელის
უკეთესობისაკენ, ეს კი ასე არ ხდება, არ გამოდის" - თქვა მოიესმა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში "სანდერლენდი" მე-17, მე-14, მე-16 და მე-17 ადგილებზე გავიდა. 2010/11 წლების სეზონი კი გახლდათ ბოლო, რომლის მიმდინარეობის დროსაც "შავმა კატებმა" მწვრთნელი არ გამოიცვალეს.

ბოლო 5 სეზონის განმავლობაში, მოიესის გარდა, გუნდში მუშაობდნენ: სტივ ბრიუსი, მარტინ ო’ნილი, პაოლო დი კანიო, გუსტავო პოიეტი, დიკ ადვოკაატი და სემ ელარდაისი.

ცვლილებებია შემადგენლობაშიც. "ბოროსთან" მატჩში მოიესმა 5 ახალწვეული გაამწესა მინდორზე.

ერთი "ჩელსიდან" დამატებული პაპი ჯილობოჯი და 4 მისი ყოფილი გუნდებიდან მოყვანილი მოთამაშეები, 3 "მანჩესტერ იუნაიტედიდან" - პადი მაკნეირი, ადნან იანუზაი, დონალდ ლავი - და ერთიც "ევერტონიდან" - სტივენ პიენაარი. მათ შორის ყველაზე ცოცხალი და აქტიური შთაბეჭდილება მოიესის ფავორიტმა იანუზაიმ დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გავარდებიან ესენი წელსვეეეეეეეეე
imereli
15:21 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული