17:54 23-08-2016
ჯო ჰარტი და ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ვარჯიშზე შელაპარაკდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
საერთოდ, გუნდში ესპანელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ ინგლისის ნაკრების გოლკიპერი "სიტის" ძირითადს ჩამოშორდა. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერული კლუბი მეკარე კლაუდიო ბრავოს ტრანსფერზე "ბარსელონას" შეუთანხმდა და კონტრაქტი უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს. ცოტა ხნის წინ გვარდიოლამ ისიც თქვა, თუკი ჰარტი გაშვებას მოითხოვს, არ შევეწინააღმდეგებიო...
ვარჯიშის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გვარდიოლამ ასეთი კომენტარიც გააკეთა:
"ბრავო? არ უარვყოფ იმას, რაც ყველამ ისედაც იცის, მაგრამ სანამ გარიგება არ გაფორმებულა, კლაუდიოსთან დაკავშირებით კითხვებს ვერ ვუპასუხებ.
ჰარტთან კონფლიქტზე ხმებს რაც შეეხება, მსგავსი არაფერი მომხდარა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთზე ვსაუბრობდით. უბრალოდ, ერთმანეთთან გულახდილები ვართ ხოლმე", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს პორტალი Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დაულეწიათ თურმე ერთმანეთისთვის თავპირი, ვიდეოშიც აშკარად ჩანს.
0
0
ბოლო მცველს უფრო ეძებს ეს ვიდრე მეკარეს, ჰარტი ხაზის მეკარეა გამოსვლებში თან ფეხით მაგრად უჭირს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული