ლონდონში "ტოტენჰემი" და "ლივერპული" დაზავდნენ - 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები პენალტით ჯეიმს მილნერმა დააწინაურა, მაგრამ 72-ე წუთზე დენი როუზმა გაათანაბრა.
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ძალიან თანაბარი მატჩი იყო, ნახეთ სტატისტიკა. ორივე გუნდი მოგებებისთვის და ტიტულებისთვისაა შემართული ამ სეზონში. დღეს მსაჯობა განსაკუთრებით ძნელი იყო".
იურგენ კლოპი (ლივერპული): "დიდებულად ვითამაშეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. გუნდმა მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა და ამის გამო დაისაჯა კიდევაც. ეს მთლად სამართლიანი არ არის. მსაჯობაზე იმას ვიტყვი, რომ ასეთი
ლონდონის "არსენალმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, "უოტფორდი" 3:1 დაამარცხა. ანგარიში სანტი კასორლამ პენალტით გახსნა, შემდეგ უოლკოტის პასით ალექსის სანჩესმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს თავი მესუთ იოზილმა გამოიჩინა. "უოტფორდმა" მეორე ტაიმში მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ლივერპულთან" წაგების მერე ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. დღეს, ვფიქრობ, მაღალი კლასის ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ფიზიკურად მოვისუსტებდით. მესუთ იოზილისგან ამ სეზონში 10-15 გოლსა და ბევრ საგოლე პასს ველი".
უდანაკარგოდ მიიწევს მიზნისკენ ანტონიო კონტეს "ჩელსი", რომელმაც ამჯერად "ბარნლი" გაანადგურა. ანგარიში მატიჩის პასით ედენ აზარმა გახსნა (გოლი დიდებული გამოდგა - იხ. სქემა), ტაიმის მიწურულს თავი ვილიანმა გამოიჩინა, მატჩის მიწურულს კი გოლი ვიქტორ მოზესმა შემოგვთავაზა.
ანტონიო კონტე (ჩელსი): "ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და გოლი არ გაგვიშვია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ხანებში შინ გოლებს სულ ვუშვებდით. იმედია, ეს ბიჭებს თვითრწმენას შემატებს".
ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, "სუონსი" 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, ჯეიმი ვარდის გოლი.
კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მეორეში ვერგატანილმა პენალტმა სიტუაცია დაძაბა. ამ ფონზე მთავარია, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა".
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ჰალ სიტისთან" საგარეო მატჩში გამარჯვება მარკუს რაშფორდმა მოუტანა, რომელმაც 92-ე წუთზე გაიტანა - 1:0.
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ჩვენ უფრო მშვიდ გამარჯვებას ვიმსახურებდით. მეორე მხრივ, ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება ნამდვილი სიამოვნებაა. მეორე ტაიმში ჩვენ თითქოს, კედელს ვეთამაშებოდით, საოცარი მენტალიტეტი გვაქვს, საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. რაშფორდს ამ სეზონში კიდევ ბევრი შანსი ექნება".
ტოტენჰემი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მილნერი (43-პენ), 1:1 როუზი (72)
ჩელსი-ბარნლი 3:0
გოლები: 1:0 აზარი (9), 2:0 ვილიანი (41), 3:0 მოზესი (89)
კრ. პალასი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 0:1 კინგი (11), 1:1 დანი (90)
ევერტონი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 გივენი (51 ს. კ.)
ლესტერი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ვარდი (32), 2:0 მორგანი (52), 2:1 ფერი (80)
შენიშვნა: მაჰრეზმა (ლესტერი) პენალტი ვერ გაიტანა (56)
საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (80-პენ), 1:1 ჯ. როდრიგესი (85)
უოტფორდი-არსენალი 1:3
გოლები: 0:1 კასორლა (9-პენ), 0:2 ა. სანჩესი (40), 0:3 იოზილი (45), 1:3 რ. პერეირა (57)
ჰალი-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (92)
კვირა. 28 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-მიდლსბრო 16:30
სიტი-ვესტ ჰემი 19:00
1. ჩელსი - 9 ქულა; 2. მანჩესტერი - 9; 3. ევერტონი - 7; 4. სიტი - 6; 5. ჰალი - 6.