* "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე პირველად გაუტანა გოლი "ლივერპულს" 2012 წლის ნოემბრის (გარეთ ბეილი) მერე...
* ჩემპიონმა "ლესტერმა" პირველი 3 ქულა მოიპოვა. პირადად კლაუდიო რანიერისთვის კი ეს იყო მე-100 გამარჯვება პრემიერლიგაში...
* მეკარე შეი გივენმა პრემიერლიგაში ორი ავტოგოლი (პირველი 2007 წელს) გაიტანა და ორივე - "ევერტონთან" მატჩში...
ერთი პენალტის სამი არგუმენტი
"ენფილდზე" მიმდინარე რემონტის გამო "ლივერპულმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი ითამაშა და შინ მეოთხე ქულა წაიღო, რაც მშვენიერი გასულ სეზონში იურგენ კლოპის დებიუტი "ლივერპულის" მწვრთნელის პოსტზე სწორედ "ტოტენჰემთან" მატჩს დაემთხვა. ის თამაში 0:0 მორჩა. ამჯერად, "წითლებს" მეტზეც შეეძლოთ, ჰქონოდათ პრეტენზია, რაკი მასპინძლებზე უკეთ გაისარჯნენ და გვარიანი დროით თამაშის სადავეებიც ხელში ეჭირათ...
მაგრამ ეს მაინც "ტოტენჰემია" და მართალი იყო კლოპი, ნამატჩევს რომ თქვა: "ასეთ მეტოქესთან სტუმრად ქულის აღებით, გუნდების 99 პროცენტი კმაყოფილი რჩება. ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგი საგარეო მატჩი ძალიან ძლიერ გუნდთან. ამასთან, ვაჩვენეთ ისიც, რომ მეტიც შეგვიძლია".
...შეუძლიათ თუ არა მეტი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. საქმე ისაა, რომ "ლივერპულს" არ ჰყავს "მკვლელი" ფორვარდი და ამის გარეშე უგრძესი მარათონის გავლა ძალიან ძნელი იქნება.
მაურისიო პოჩეტინოსაც მოვუსმინოთ: "ასეთ მეტოქეთა მატჩებში შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. "ლივერპული" არის გუნდი, რომელსაც ტიტულის მოგება სურს და ჩვენი მიზანიც ეს არის. ვფიქრობ, დღეს სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა".
სტუმრები ჯეიმს მილნერის 11-მეტრიანით დაწინაურდნენ. ამაში გვარიანი ლოგიკა იყო, ოღონდ არა იმიტომ, რომ "ლივერპული" ამას თამაშის სცენარით იმსახურებდა ან თავად სასჯელის ზომა იყო სამართლიანი. ნახეთ, რა ხდება: მილნერმა "მამლებს" უკვე მესამე გუნდის (მანამდე იყო "ასტონ ვილა" და "ნიუკასლი") მაისურით გაუტანა გოლი. ეს ერთი.
მეორეც - "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" მატჩებში, რაც პრემიერლიგა დაარსდა, უკვე მე-20 პენალტი დაინიშნა, ისევე, როგორც "ევერტონი"-"ნიუკასლის" წყვილში.
და მესამე არგუმენტიც - მატჩის განმსჯელმა რობერტ მედლიმ, გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მე-15 პენალტი დანიშნა, რითიც მხოლოდ მაიკ დინს (16) ჩამოუვარდება.
ყველა პარამეტრით მაღლა...
იმის გამო, რომ "ჰალი" და "მანჩესტერი" ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ იყვნენ, მათი შაბათის დაპირისპირება "ცენტრალურის" სტატუსს იმსახურებდა. რა გასაკვირია, რომ "იუნაიტედი" ყველა პარამეტრით მაღლა იდგა მეტოქეზე და გამარჯვებაც დაიმსახურა, ოღონდ ძალიან კი გაუჭირდა და ამის მიზეზი "ჰალის" ბიჭების უკიდეგანო თავდადება იყო. თან ესეც გაითვალისწინეთ - მასპინძელთა დამრიგებელ მაიკ ფელანს, რომელსაც ჯერ ისევ "დროებითის" სტატუსი აქვს და თავის დროზე, "მანჩესტერში" თვით სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტად უმუშავია, სულ 14 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავდა განაცხადში...
...დაახლოებით მე-60 წუთიდან ჟოზე მოურინიომ მეთოდურად დაიწყო შეტევის გაძლიერება-გადახალისება, რამაც ნაყოფი მესამე დამატებულ წუთზე მოისხა, როცა შეცვლაზე შესულმა მარკუს რაშფორდმა (ეს 19 წლის ყმაწვილი წინა სეზონში "იუნაიტედის" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო), ზუსტი მისამართი მოუძებნა უეინ რუნის პასს.
გამარჯვების გოლს "მანჩესტერის" ფანების სექტორში ისეთი თავდავიწყებული ღრიანცელი მოჰყვა, მარუან ფელაინის რომ არ ეყოჩაღა და მავანი ქომაგისთვის ხელი არ შეეშველებინა, შეიძლება სიხარულს ტრაგედიაც მოჰყოლოდა...
ჩემპიონმა გამარჯვება გაიხსენა
აჰა, ჩემპიონის პირველი გამარჯვება და ჯეიმი ვარდის პირველი გოლიც! ვნახეთ ასევე რიად მაჰრეზის მიერ გაფუჭებული პენალტი (მესამე - ბოლო 4 ცდიდან), რომელიც ლუკაშ ფაბიანსკიმ მოიგერია და დამატებაზე არც შინჯი ოკაზაკის გაატანინა. ამ დროისთვის, "ლესტერი" 2:0-ს იგებდა და რომ არა ეს პატარა დრამა, მშვიდად მიიყვანდა თამაშს გამარჯვებამდე.მაგრამ მერე "სუონსიმ" გამოიდო თავი და თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე "მელიების" გამარჯვება ეჭვქვეშ დადგა, როცა ლეროი ფერმა მოდუ ბეროუს (ამ გამბიელმა მასპინძლები გვარიანად ანერვიულა) პასს თავური მიაყოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
თუმცა კლაუდიო რანიერის შეგირდებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და პირველი 3 ქულაც გაიფორმეს კოკისპირული წვიმის აკომპანემენტით. ერთადერთი, იტალიელი სპეციალისტი კასპერ შმაიხელის ტრავმის გამო სწუხდა, თუმცა იქვე დასძინა - ჩვენს ძირითად მეკარეს დიდხანს არ მოუწევს უქმობაო...
წელგამართული და მომღიმარი
შაბათს არსენ ვენგერი შედარებით წელგამართული და მომღიმარი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს. ჯერ ერთი, რომ მისმა გუნდმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო, და მეორეც - გერმანელი მცველი შკოდრან მუსტაფი და ესპანელი ფორვარდი ლუკას პერესი ვიყიდეთო, თავად მესიე არსენმა ამცნო მედიას. მას სწორედ პასიური სატრანსფერო პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ და ვნახოთ, რამდენად ჩაითვლება ეს ორი გარიგება მის აქტივში.
ვენგერმა თამაში ასე შეაფასა: "შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ ფიზიკურად სასურველ ფორმაში არ ვართ და ეს გამოჩნდა კიდეც მეორე ტაიმში. ორი ფეხბურთელი ვიყიდეთ და ახლა ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ ბიჭებს სწრაფი ადაპტაციის მხრივ. ამ მომენტისთვის, სხვა ტრანსფერებზე არ ვმუშაობთ".
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ალექსის სანჩესის ყულაბაში გოლი და საგოლე პასია. მეორე ნახევარში ვალტერ მაძარის "უოტფორდი" კი გამოცოცხლდა, მაგრამ "არსენალი" უკვე სამშვიდობოს იყო. თუმცა მასპინძლებმა მაინც "დაასველეს" ანგარიში - სადებიუტო გოლი 25 წლის არგენტინელმა შემტევმა რობერტო პერეირამ გაიტანა.
თითქმის ის აზარი...
ანტონიო კონტეს ხელში ეს თითქმის ის ედენ აზარია, ვინც 2 წლის წინ 14 გოლითა და 9 საგოლე პასით "ჩელსის" ტრიუმფში დიდი ღვაწლი გაიღო... "ბარნლისთან" მატჩში მან შესანიშნავი სოლო-გარღვევით გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც ვილიანმა თავგზა აუბნია მცველს და მახვილი კუთხიდან შეაგდო, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ვიქტორ მოზესმა დაუფასა პედროს გამოზომილი პასი - 3:0.
ასეთი იყო შაბათს კონტეს "ჩელსი", რომელსაც კიდევ არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა. 3 ტურის შემდეგ "არისტოკრატებს" ქულათა მაქსიმუმი აქვთ მოხვეჭილი.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით - გოლები გავიტანეთ, მომენტები შევქმენით... დღეს ძალიან კარგი იყო აზარი და ამითიც ბედნიერი ვარ, რადგან ის ბევრს ნიშნავს "ჩელსისთვის". მომწონს ეს ფეხბურთელები და მსიამოვნებს მათთან მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც გვჭირდება ახალი მოთამაშეები, რათა გუნდის საერთო კლასი ავამაღლოთ", - თქვა კონტემ.
პრემიერლიგა. III ტური
27 აგვისტო
ტოტენჰემი-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მილნერი (43-პენ), 1:1 როუზი (72)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი (28. იანსენი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დირი, ვანიამა - ერიქსენი (90. უინქსი), ალი, ლამელა - კეინი (83. ონომა).
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლეინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ლალანა (90. სტიუარტი), ჰენდერსონი, ვინალდუმი - მანე (88. სტარიჯი), კოუტინიო (69. ორიჯი), ფირმინო.
გაფრთხილება: როუზი (29), ვერტონგენი (51), ალი (77) - მანე (32), კოუტინიო (45), ლოვრენი (63), ჰენდერსონი (85), მატიპი (90).
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 11-13 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 31 211
ჩელსი-ბარნლი 3:0
გოლები: 1:0 აზარი (9), 2:0 ვილიანი (42), 3:0 მოზესი (89)
ჩელსი (4-1-4-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - კანტე - ვილიანი (77. მოზესი), ოსკარი, მატიჩი, აზარი (81. პედრო) - დიეგო კოშტა (80. ბაჩუაი).
ბარნლი (4-4-2): ჰეტონი - ლოუტონი, კინი, მი, უარდი - ბოიდი, მერნი (72. ტარკოვსკი), დეფური (57. ონილი), არფილდი (57. გუდმუნდსონი) - გრეი, უოკსი.
გაფრთხილება: ოსკარი (31), ივანოვიჩი (44) - კინი (50), ტარკოვსკი (90)
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 22-6 (10-0); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 41 607
კრ. პალასი-ბორნმუთი 1:1
გოლები: 0:1 კინგი (11), 1:1 დანი (90)
კრ. პალასი (4-4-1-1): მანდანდა - უარდი, დანი (89. კელი), დელენი, სოარი - პუნჩეონი, კაბაი, მაკარტური (66. ლი), თაუნსენდი - უიქჰემი (66. ზაჰა) - ბენტეკე.
ბორნმუთი (4-3-3): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, არტერი, ფრეიზერი (88. აკე) - იბე (59. გოსლინგი), კინგი, უილსონი (71. გრაბანი).
გაფრთხილება: კაბაი (17), დელენი (45), ბენტეკე (73) - ბორუცი (56)
გამოუყენებელი პენალტი: კაბაი (16. კრისტალ პალასი)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 23-10 (5-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 23 503
ევერტონი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 გივენი (51-საკ. კარში)
ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გუეიე, ბერი - ბოლასი (88. ტ. დევისი), ბარკლი (84. მორი), მირალასი (70. ა. კონე) - ლუკაკუ.
სტოკი (4-3-3): გივენი - ბერდსლი, შოუკროსი, ქემერონი, პიტერსი - ალენი, იმბულა (78. კრკიჩი), უელანი - დიუფი (78. სობი), არნაუტოვიჩი, კრაუჩი (65. უოლტერსი).
გაფრთხილება: ბარკლი (9), ბერი (89) - პიტერსი (56)
გამოუყენებელი პენალტი: ბეინსი (51. ევერტონი)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-8 (9-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 38 581
ლესტერი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ვარდი (32), 2:0 მორგანი (52), 2:1 ფერი (80)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი (57. ცილერი) - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკუოტერი, ამარტეი, ოლბრაიტონი (75. მუსა), მაჰრეზი - ოკაზაკი (80. ულოა), ვარდი.
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, ამატი, კინგსლი - კორკი (86. მაკბერნი), ფერი - რუტლიჯი (59. კი), სიგურდსონი (59. მონტერო), ბეროუ - ლორენტე.
გაფრთხილება: ჰუთი (32), სიმპსონი (70) - ფერნანდესი (10), ფერი (66)
გამოუყენებელი პენალტი: მაჰრეზი (56. ლესტერი)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-9 (6-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 31 727
საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (80-პენ), 1:1 როდრიგესი (85)
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ტარჯეტი - რომეუ - ჰოიბერგი (82. უარდ-პროუსი), ს. დევისი - ტადიჩი (67. ლონგი) - ოსტინი (74. როდრიგესი), რედმონდი.
სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი - მანკილიო, კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - იანუზაი, როდუელი - გუჩი (77. ლავი), პიენაარი (67. ლენსი), ბორინი (64. უოტმორი) - დეფო.
გაფრთხილება: რედმონდი (29), ს. დევისი (47) - პიენაარი (65), როდუელი (90)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-5 (7-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 30 152
უოტფორდი-არსენალი 1:3
გოლები: 0:1 კასორლა (9-პენ), 0:2 სანჩესი (40), 0:3 იოზილი (45), 1:3 პერეირა (57)
უოტფორდი (3-5-2): გომეში - კაბასელე (52. იანმაატი), ქაბული, პრიოდლი - ამრაბატი (77. საჩისი), ბეჰრამი, კაპუ, გედიურა (46. პერეირა), ჰოლებასი - იგალო, დინი.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, ჰოლდინგი, კოშელნი, მონრეალი (74. გიბსი) - კასორლა, ჯაკა - უოლკოტი, იოზილი (70. უილშირი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (70. ელნენი) - სანჩესი.
გაფრთხილება: პრიოდლი (17), იგალო (45), დინი (60), ამრაბატი (77), ბეჰრამი (83), ჰოლებასი (89) - უილშირი (90)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-10 (6-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 545
ჰალი-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (90+2)
ჰალი (4-3-3): იაკუპოვიჩი - ალ მუჰამადი, ლივერმორი, კ. დევისი, რობერტსონი - მეილერი, ჰადლსტოუნი, კლუკასი - სნოდგრასი (48. მელოუნი), დიომანდი, ა. ერნანდესი (83. მაგუაირი).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ - ფელაინი, პოგბა - მატა (71. რაშფორდი), მარსიალი (60. მხითარიანი), რუნი (90. სმოლინგი) - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ჰადლსტოუნი (71), მეილერი (77) - ფელაინი (23), რუნი (76), რაშფორდი (90)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8-29 (2-9); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 24 560
28 აგვისტო
ვესტ ბრომვიჩი-მიდლსბრო 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, გალოუეი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ფილიპსი, ფილდი (76. გარდნერი), მაკკლინი (64. ლეკო/72. ბერაინო) - რონდონი.
მიდლსბრო (4-2-3-1): გუზანი - ნსუე, აიალა, გიბსონი, ბარაგანი - ფორშოუ, კლეიტონი - სტუანი (90. ფიშერი), რამირესი (84. ნაჯენტი), დაუნინგი - ნეგრედო.
გაფრთხილება: იაკობი (65) - აიალა (2), რამირესი (49), ბარაგანი (77)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-7 (2-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 26 850
სიტი-ვესტ ჰემი 3:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (7), 2:0 ფერნანდინიო (18), 2:1 ანტონიო (58), 3:1 სტერლინგი (90+2)
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - საბალეტა, სტოუნზი (59. კოლაროვი), ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, დავიდ სილვა - დე ბრუინი, სტერლინგი, ნოლიტო (75. ნასრი) - აგუერო (88. ფერნანდო).
ვესტ ჰემი (3-5-2): ადრიანი - კოლინზი, რეიდი (78. კალერი), ოგბონა - ანტონიო, ტორე (46. ბირამი), ნობლი, კუატე, მასუაკუ - ა. ფლეტჩერი, ვალენსია (60. ლანცინი).
გაფრთხილება: ფერნანდინიო (6) - მასუაკუ (14), ა. ფლეტჩერი (48), ნობლი (51)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 5-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22-9 (5-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 55 097
ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (სიტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი).
მომდევნო ტური
10 სექტემბერი:
მანჩესტერი-სიტი, არსენალი-საუთჰემპტონი, ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი, ბარნლი-ჰალი, მიდლსბრო-კრისტალ პალასი, სტოკი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-უოტფორდი, ლივერპული-ლესტერი
11 სექტემბერი:
სუონსი-ჩელსი
12 სექტემბერი:
სანდერლენდი-ევერტონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"