არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს მის გვერდით დაჯდომის უფლება არ მისცა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელების, ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის მტრული ურთიერთობა კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. Marca-ს ცნობით, ბოლოს მათი შეხვედრა ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ელიტური მწვრთნელების ფორუმზე შედგა.

როგორც გამოცემა წერს, ნიონში ჩასული პორტუგალიელი სპეციალისტი მედიის წარმომადგენლებსა და თავის კოლეგებს გულთბილად ესალმებოდა. შემდეგ მოურინიო დარბაზში შევიდა, სადაც მწვრთნელები და ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. მან თავისუფალი სკამი არსენ ვენგერის გვერდით შენიშნა და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის იქ
დაჯდომა.

"არა, ეს შეუძლებელია", - უთხრა უმალ ფრანგმა სპეციალისტმა.

მოურინიო და ვენგერი ერთმანეთს 2004 წლიდან მტრობენ. მაშინ პორტუგალიელი ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული