პრემიერლიგა. IV ტური: პეპ გვარდიოლამ პირველი მანჩესტერული დერბი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

პირველი მანჩესტერული დერბი ჟოზე მოურინიოსა და ხოსეპ გვარდიოლას მონაწილეობით "ოლდ ტრაფორდზე" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, "სიტიმ" "იუნაიტედს" 2:1 აჯობა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


მე-15 წუთზე კევინ დე ბრუინმა გახსნა ანგარიში, 36-ე წუთზე დამატებაზე იყოჩაღა კელეჩი იჰეანაჩომ, თუმცა ტაიმის მიწურულს კლაუდიო ბრავოს შეცდომით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ორი ერთმანეთისგან განხსვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველი ტაიმი დაბალ დონეზე ვითამაშეთ, სწრაფად ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ბურთს იოლად
ვკარგავდით და აკი დავისაჯეთ ამ შეცდომებისთვის. მეორე ტაიმში ნამდვილად დავიმსახურეთ გოლის გატანა. მსაჯმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ბრავო უნდა გაეძევებინა, "სიტის" კარში კი პენალტი დაენიშნა. ბრავოს ნაცვლად ფელაინი ან რუნი რომ ყოფილიყვნენ, მათ აუცილებლად გააძევებდნენ".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, მაყურებელი ისიამოვნებდა, ბოლო წუთამდე დაძაბული მატჩი იყო. პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მეორეში კი გაგვიჭირდა. ვერ გამოვიყენეთ კონტრშეტევები. ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე. მიხარია, რომ პირველ ტაიმში ბიჭები მათზე ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებს უგებდნენ ორთაბრძოლებს. მეორე ტაიმში კი ბევრი შორეული ჩაწოდება მოვიგერიეთ და გადავრჩით. ბრავოს დარი გოლკიპერები მომწონს, გაშვებული ბურთის შემდეგაც მან კარგად ითამაშა და მანამდეც. სანამ მე აქ ვარ, "სიტი" აქცენტს ბურთის კონტროლზე გააკეთებს".

ლონდონის "არსენალმა" ბოლოს აჯობა "საუთჰემპტონს" - 2:1. "წმინდანები" წინ მას შემდეგ გავიდნენ, რაც პეტრ ჩეხს ბურთი ზურგში მოხვდა. 29-ე წუთზე ლორან კოსიელნიმ "მაკრატელა" დარტყმით გაათანაბრა. მე-4 დამატებულ წუთზე "არსენალმა" პენალტი მოიპოვა, რომელიც სანტი კასორლამ გოლად აქცია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა "სტოკ სიტი", დუბლი შეასრულა ჰეუნ-მინ სონმა. თითო გოლი ინგლისის ნაკრების წევრების, დელე ალისა და ჰარი კეინის ანგარიშზეა.

"ლივერპულმა" შინ 4:1 გაანადგურა ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი". დუბლი შეასრულა რობერტო ფირმინომ, რომელმაც "ლივერპულის" პირველი და ბოლო გოლები გაიტანა, თითო გოლი სადიო მანემ და ადამ ლალანამ გაიტანეს. "ლესტერის" ერთადერთი გოლის ავტორი ჯეიმი ვარდია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 10 სექტემბერი
მანჩესტერი-სიტი 1:2
გოლები: 0:1 დე ბრუინი (15), 0:2 იჰეანაჩო (36), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (42)

ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: უილსონი (79)

არსენალი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 ჩეხი (18 ს. კ.), 1:1 კოსიელნი (29), 2:1 კასორლა (94-პენ)

ბარნლი-ჰალი 1:1
გოლები: 1:0 დეფური (72), 1:1 სნოდგრასი (90)

მიდლსბრო-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 ბენტეკე (16), 1:1 დ. აიალა (38), 1:2 ზაჰა (47)

სტოკი-ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1 სონი (41), 0:2 სონი (56), 0:3 ალი (59), 0:4 კეინი (70)

ვესტ ჰემი-უოტფორდი 2:4
გოლები: 1:0 ანტონიო (5), 2:0 ანტონიო (33), 2:1 იგალო (41), 2:2 დინი (45), 2:3 კაპუ (53), 0:4 ოლებასი (63)

ლივერპული-ლესტერი 4:1
გოლები: 1:0 ფირმინო (13), 2:0 მანე (31), 2:1 ვარდი (38), 3:1 ლალანა (56), 4:1 ფირმინო (89)

კვირა. 11 სექტემბერი
სუონსი-ჩელსი 19:00

ორშაბათი. 12 სექტემბერი
სანდერლენდი-ევერტონი 23:00

1. სიტი - 12 ქულა; 2. ჩელსი - 9; 3. მანჩესტერი - 9; 4. ტოტენჰემი - 8; 5. ლივერპული - 7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული