The Mirror-ის ინფორმაციით, პრემიერლიგაში შესანიშნავი სტარტის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობას ზლატანთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2019-წლამდე სურს და უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებსაც დაიწყებს.
ამის ერთ-ერთ მიზეზად წყარო ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებას ასახელებს, რომლითაც გუნდში აღფრთოვანებულნი არიან. თუ აღნიშნულ კონტრაქტს ხელი მოეწერება, შვედი ინგლისში 37 წლის ასაკამდე ითამაშებს.