"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

The Mirror-ის ინფორმაციით, პრემიერლიგაში შესანიშნავი სტარტის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობას ზლატანთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2019-წლამდე სურს და უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებსაც დაიწყებს.

ამის ერთ-ერთ მიზეზად წყარო ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებას ასახელებს, რომლითაც გუნდში აღფრთოვანებულნი არიან. თუ აღნიშნულ კონტრაქტს ხელი მოეწერება, შვედი ინგლისში 37 წლის ასაკამდე ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული