* "ლივერპულს" პრემიერლიგის ყველა დროის მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 20 გამარჯვება დაუგროვდა.
* ეს იყო მე-14 შემთხვევა, როცა პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ერთ მატჩში 4 გოლი (მეტიც ყოფილა) გაუშვა.
* "საუთჰემპტონმა" პირველი გოლი გაიტანა "ემირეითსზე" 2012 წლის სექტემბრის შემდეგ.
* "არსენალმა" მიმდინარე სეზონის 4 ტურში 3 პენალტი დაარტყა, მაშინ, როცა მთელი გასული ჩემპიონატის განმავლობაში ანალოგიური შანსი მხოლოდ 2-ჯერ მიეცა.
* "არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხმა პრემიერლიგაში მეორე ავტოგოლი მიითვალა.
* "ტოტენჰემს" "სტოკის"
172-ე მანჩესტერული დერბი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. ორი კაცის მიზეზით, თამაშს წინ ისედაც დიდი აჟიოტაჟი უძღვოდა. ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ოდინდელმა მეტოქეობამ პრემიერლიგაში გადმოინაცვლა და ამან ინტრიგის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია...
და მაინც, კარგი სანახავი იყო ძველი მტრების ჩახუტება მატჩის დაწყების წინ და გვარდიოლას ეს სიტყვებიც ეამებოდა ყურს - თამაშის შემდეგ სიამოვნებით მივიღებ მოურინიოსგან მიპატიჟებას ჭიქა ღვინოზეო...
გადავიდეთ უშუალოდ სათამაშო პერიპეტიებზე. გვარდიოლას სერხიო აგუერო რომ არ ეყოლებოდა, ეს ადრევე იყო ცნობილი, მაგრამ მოულოდნელი გახლდათ მოურინიოს გადაწყვეტილება, ჰენრიხ მხითარიანი პირველად რომ გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და თან - მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფლანგზე...
მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ბარემ აქვე ვიტყვით - სრულიად ლოგიკური იყო, რომ ექსდორტმუნდელმა მეორე ტაიმს სათადარიგოთა სკამიდან უყურა...
პირველი ტაიმი "სიტის" კარნახით წარიმართა. გვარდიოლამ ნაცადი ტაქტიკა აირჩია. როგორც თავის დროზე მის "ბარსას" სჩვეოდა, აქაც სტუმრებმა თავიდანვე დაამყარეს ბურთზე კონტროლი და "იუნაიტედის" ნახევარდაცვა ლამის სტატისტად აქციეს.
პირველ გოლს სულ ორი პასი დასჭირდა - ჯერ შორეული გადაცემა "სიტის" საჯარიმოდან კელეჩი იჰეანაჩოს (აგუეროს ადგილას რომ იყო გამწესებული) მისამართით, მერე გამოზომილი თავური პასი კევინ დე ბრუინისკენ, ბელგიელის მოხდენილი მანევრი, დაგვიანებული დაზღვევა და ზუსტი დარტყმა დაბალ კუთხეში.
"სიტიმ" უპირატესობა განავრცო 36-ე წუთზე და ეს გოლიც დე ბრუინმა და იჰეანაჩომ შექმნეს: პირველმა მახვილი კუთხიდან ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო 20 წლის ნიგერიელს ფორვარდის ალღომ არ უმტყუნა და ამ ბურთს ზუსტად იქ დახვდა, სადაც საჭირო იყო - 0:2.
სრული შოკი! მაგრამ მოურინიოს გადარჩენის შანსი მისცა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ვინც პირველი ტაიმის მიწურულს კარგად ისარგებლა მეკარე კლაუდიო ბრავოს შეცდომით (შეიძლება აქ მეკარისა და მცველის არაკოორდინირებულ ქმედებაზეც ვილაპარაკოთ) და გადმოვარდილ ბურთს ზლატანურად დასცხო...
აქვე პატარა გადახვევა - თუ რამემ შეაშფოთა გვარდიოლა ამ მატჩში, ეს სწორედ ბრავოს არადამაჯერებელი გარჯა იყო მთელ რიგ ეპიზოდებში და, მათ შორის, ფეხით თამაშის დროსაც, რის გამოც დღეს ჯო ჰარტი აღარ არის გუნდში...
მეორე ტაიმში "იუნაიტედი" გამოცოცხლდა. ჟოზემ შეტევის ხაზი გააძლიერა და "სიტისაც" გაუჭირდა. გვარდიოლამ იჰეანაჩოც კი მოხსნა თავდასხმიდან და ნახევარდაცვა გააძლიერა...
საბოლოოდ, პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა და შაბათ საღამოსთვის "ქალაქელები" 100-პროცენტიანი შედეგით გალიდერდნენ.
"ძალიან ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, - თქვა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე. - ვფიქრობ, მაყურებლებსაც მოეწონებოდათ მატჩი, გახსნილი თამაში იყო საფინალო სასტვენამდე... პირველ ტაიმში ვჯობდით მეტოქეს, მაგრამ მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდა. კონტრშეტევებზე ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ შევძელით... ამ ბიჭებს დიდი გული აქვთ.
პირველ ტაიმში ბევრი ორთაბრძოლა მოვიგეთ ფიზიკურად ძალიან ძლიერ მეტოქესთან... მეორე ტაიმში "იუნაიტედმა" გრძელ პასებს მიმართა და ბურთის კონტროლი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო".
მოურინიომ კი თქვა, რომ მეორე ტაიმში მისი გუნდი ერთ გოლს მაინც იმსახურებდა, რითიც აღიარა, რომ ფრეზეც ყაბულს იყო. ამას გარდა...
"ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. პირველ ნახევარში არ ვიყავით ჩვენს სიმაღლეზე, სისწრაფეშიც გვიჭირდა და სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ ვიღებდით... მეორე ტაიმი კი სრულიად განსხვავებული იყო, გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და ვფიქრობ, ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით".
შემდეგ ჟოზე მსაჯსაც გადასწვდა და ლექციაც წაუკითხა თამაშის წესებზე, ჩვენ კი მოკლე კომენტარით შემოვიფარგლოთ:
"ვფიქრობ, მარკ კლატენბურგს შეეძლო ჩვენ სასარგებლოდ ორი პენალტის დანიშვნა. ოტამენდის აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი, მეკარე ბრავო კი არბიტრს რუნის წინააღმდეგ უხეშობისთვის უნდა გაეძევებინა".
რუნის ეპიზოდზე რა მოგახსენოთ და, ნიკოლას ოტამენდის კი ნამდვილად მოხვდა ბურთი იდაყვში, ანტონიო ვალენსია საჯარიმოში რომ აწვდიდა...
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია - გვარდიოლასთან უშუალო ჭიდილში მოურინიოს 17-დან მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული: 6 ფრე, 8 წაგება.
* * *
მოკლედ ვთქვათ სხვა გრანდებზე. "ლივერპულმა" ამ სეზონში პირველად ითამაშა გაფართოებულ "ენფილდზე" (8 500 დასაჯდომი ადგილი დაემატა და 1977 წლის შემდეგ დასწრების რეკორდიც დამყარდა) და ეს ამბავი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა. ჩემპიონი აბსოლუტურად განიარაღებული აღმოჩნდა რობერტო ფირმინოსა და მისი მეგობრების წინაშე და იმ ერთ გოლსაც ლუკას ლეივას ქარაფშუტობას უნდა უმადლოდეს - პირდაპირ კარის წინ რომ მიაწოდა "საგოლე" პასი ჯეიმი ვარდის...მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა წაქცეულს წიხლი აღარ მიაყოლა - ძალიან რთული მატჩი იყო ძლიერი ოპონენტის წინააღმდეგო და მერე ესეც დასძინა:
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გოლის გაშვების შემდეგ არ მოვეშვით, რადგან კარგად ვიცოდით, რაც უნდა გვეკეთებინა... ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას მივაღწევთ ამ სეზონში... მოდით, ჯერ გავიხაროთ ამ გამარჯვებით. დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად ძლიერი გუნდი გვყავს".
"არსენალმა" ბოლო წამებზეღა გამოგლიჯა გამარჯვება ორგანიზებულად მოთამაშე "საუთჰემპტონს", რომელსაც, ალბათ, მალე კიდევ უფრო დაეტყობა კლოდ პიუელის ხელი...
არსენ ვენგერმა კი სკამზე დასვა ნაკრებმოვლილი ალექსის სანჩესი, მის ადგილზე კი ვერ გაიბრწყინა ახალწვეულმა ლუკას პერესმა. სამაგიეროდ, ცენტრალურმა მცველმა ლორან კოშელნიმ ისეთი "მაკრატელა" გაიტანა, ნებისმიერი ფორვარდი რომ მოაწერდა ხელს...
ისევე, როგორც წინა სეზონში, "ტოტენჰემმა" სტოკში ამჯერადაც 4:0 მოიგო. ეტყობა, "მამლები" ფორმაში შედიან, თან ჰარი კეინმაც, როგორც იქნა, გაიტანა და ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს მაურისიო პოჩეტინოსთვის. არ შეიძლება ხიუნ მინ სონის იგნორირებაც - კორეელმა დუბლიც შეასრულა (ორივე კრისტიან ერიქსენის პასით) და იმავე კეინსაც დაასრულებინა 9-მატჩიანი საგოლე შიმშილი.
ანტონიო კონტეს "ჩელსიმ" კვირას პირველი ქულები დაკარგა. "არისტოკრატები" წააგებდნენ კიდეც, რომ არა დიეგო კოშტა. ამით "მანჩესტერ სიტიმ" ერთპიროვნული ლიდერობა იგდო ხელთ. ვნახოთ, სადამდე...
პრემიერლიგა. IV ტური
10 სექტემბერი
მანჩესტერი-სიტი 1:2
გოლები: 0:1 დე ბრუინი (15), 0:2 იჰეანაჩო (36), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (42)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ (81. მარსიალი) - ფელაინი, პოგბა - მხითარიანი (46. ერერა), რუნი, ლინგარდი (46. რაშფორდი) - იბრაჰიმოვიჩი.
სიტი (4-2-3-1): ბრავო - სანია, სტოუნზი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (60. სანე), დე ბრუინი (90. საბალეტა), ნოლიტო - იჰეანაჩო (53. ფერნანდო).
გაფრთხილება: ბაილი (45), იბრაჰიმოვიჩი (51), ფელაინი (52), რუნი (83) - დავიდ სილვა (41), ფერნანდინიო (90)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-18 (3-6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 75 272
არსენალი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 ჩეხი (18-საკ. კარში), 1:1 კოშელნი (29), 2:1 კასორლა (90+4-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი - კოკელენი, კასორლა - უოლკოტი (75. ივობი), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (62. სანჩესი) - პერესი (62. ჟირუ).
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - სედრიკი, ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - რომეუ - კლასი (65. ჰოიბერგი), ს. დევისი - ტადიჩი (80. უარდ-პროუსი) - რედმონდი, როდრიგესი (46. ლონგი).
გაფრთხილება: მონრეალი (16), კასორლა (26) - ფ. ფოსტერი (54), ჰოიბერგი (86), ფონტე (90), ვან დიიკი (90), ბერტრანდი (90)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 17-11 (2-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 59 962
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 უილსონი (79)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - იბე (63. უილშირი), არტერი, სერმენი, სტანისლასი (74. გოსლინგი) - კინგი (74. გრეიდელი) - უილსონი.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, გალოუეი - დ. ფლეტჩერი (72. გარდნერი), იაკობი (82. ლეკო) - ფილიპსი, ფილდი, ჩადლი - ბერაინო (63. რონდონი).
გაფრთხილება: სმიტი (71) - იაკობი (53), ევანსი (89), ფილდი (90)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-12 (5-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 11 464
ბარნლი-ჰალი 1:1
გოლები: 1:0 დეფური (72), 1:1 სნოდგრასი (90+5)
ბარნლი (4-4-2): ჰეტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, დეფური (75. ჰენდრიკი), მერნი, გუდმუნდსონი (76. არფილდი) - გრეი (80. ბემფორდი), უოკსი.
ჰალი (4-1-4-1): იაკუპოვიჩი - ალ მუჰამადი, კ. დევისი, ლივერმორი, რობერტსონი - კლუკასი (83. მელოუნი) - სნოდგრასი, ჰადლსტოუნი, მეილერი (73. მეისონი), დიომანდი (70. ვ. კინი) - ა. ერნანდესი.
გაფრთხილება: მი (27), არფილდი (82) -
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 13-3; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13-11 (2-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 21 401
მიდლსბრო-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 კ. ბენტეკე (16), 1:1 აიალა (38), 1:2 ზაჰა (48)
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, აიალა, გიბსონი, ფრენდი - კლეიტონი (57. დე რუნი), ფორშოუ - სტუანი (81. ტრაორე), ფიშერი (57. რამირესი), დაუნინგი - ნეგრედო.
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, დანი, დელენი, კელი - მაკარტური, ლედლი (84. ფლამინი) - ზაჰა, პუნჩეონი, თაუნსენდი (77. ლი) - კ. ბენტეკე (84. ჯ. ბენტეკე).
გაფრთხილება: რამირესი (60) - ჯ. უარდი (82), ზაჰა (90+5)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-11 (4-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 30 551
სტოკი-ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1 სონი (41), 0:2 სონი (56), 0:3 ალი (59), 0:4 კეინი (70)
სტოკი (4-2-3-1): გივენი - ქემერონი, შოუკროსი, ინდი, პიტერსი - უელანი (67. კრკიჩი), იმბულა (71. ადამი) - უოლტერსი, ალენი, არნაუტოვიჩი - ბონი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, ვანიამა (55. ლამელა) - ერიქსენი (78. სისოკო), ალი, სონი - კეინი (73. იანსენი).
გაფრთხილება: უელანი (7), არნაუტოვიჩი (34), ადამი (90) - ვანიამა (45), სისოკო (90)
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-20 (2-8); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 27 385
ვესტ ჰემი-უოტფორდი 2:4
გოლები: 1:0 ანტონიო (5), 2:0 ანტონიო (33), 2:1 იგალო (41), 2:2 დინი (45), 2:3 კაპუ (53), 2:4 ჰოლებასი (63)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ბირამი (85. ტორე), რეიდი, კოლინზი, მასუაკუ - კუიატე, ნოუბლი (69. კალერი) - ანტონიო, ლანძინი, პაიე - ძაძა (77. ა. ფლეტჩერი).
უოტფორდი (5-3-2): გომეში - იანმაატი, კეტკარტი, ქაბული (82. პრიოდლი), ბრიტოსი, ჰოლებასი - პერეირა, ბეჰრამი, კაპუ - დინი (78. ოკაკა), იგალო (69. საჩისი).
გაფრთხილება: ძაძა (12), ბირამი (85) - ბეჰრამი (42), ოკაკა (86)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-13 (4-8); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 56 974
ლივერპული-ლესტერი 4:1
გოლები: 1:0 ფირმინო (13), 2:0 მანე (31), 2:1 ვარდი (38), 3:1 ლალანა (56), 4:1 ფირმინო (89)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლუკას ლეივა, მილნერი - ლალანა, ჰენდერსონი, ვინალდუმი (76. სტიუარტი) - მანე (90. მორენო), სტარიჯი (76. კოუტინიო), ფირმინო.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი (34. ლ. ერნანდესი), მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ემეტრი, დრინკუოტერი, ოლბრაიტონი (65. ულოა), მაჰრეზი - ოკაზაკი (46. მუსა), ვარდი.
გაფრთხილება: ჰენდერსონი (44) - ემეტრი (28), დრინკუოტერი (57), ჰუთი (82)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 4-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-12 (11-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 53 075
11 სექტემბერი
სუონსი-ჩელსი 2:2
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (18), 1:1 სიგურდსონი (59-პენ), 2:1 ფერი (62), 2:2 დიეგო კოშტა (81)
სუონსი (3-5-1-1): ფაბიანსკი - ფერნანდესი, ამატი, კინგსლი - ნაფტონი, ფერი, კორკი, კი, ტეილორი (41. ბეროუ) - სიგურდსონი (88. რანხელი) - ლორენტე.
ჩელსი (4-1-4-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - კანტე - ვილიანი (77. მოზესი), ოსკარი (89. ბაჩუაი), მატიჩი (76. ფაბრეგასი), აზარი - დიეგო კოშტა.
გაფრთხილება: ფერი (26), ფერნანდესი (42) - დიეგო კოშტა (41), კურტუა (59), აზარი (89), ტერი (90)
კუთხური: 1-11; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-28 (2-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 865
12 სექტემბერი
სანდერლენდი-ევერტონი 23:00
ბომბარდირები: 4 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), დიეგო კოშტა (ჩელსი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი); 3 - სერხიო აგუერო (სიტი), ეტიენ კაპუ (უოტფორდი), ლეროა ფერი (სუონსი).
მომდევნო ტური
16 სექტემბერი:
ჩელსი-ლივერპული
17 სექტემბერი:
ჰალი-არსენალი, ლესტერი-ბარნლი, სიტი-ბორნმუთი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი, ევერტონი-მიდლსბრო
18 სექტემბერი:
უოტფორდი-მანჩესტერი, კრ. პალასი-სტოკი, საუთჰემპტონი-სუონსი, ტოტენჰემი-სანდერლენდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"