პრემიერლიგა. V ტური: პეპ გვარდიოლა - "ბორნმუთი" სხვა მეტოქეებზე უკეთესი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
17 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" შინ უშანსოდ მოუგო "ბორნმუთს" - 4:0. გოლები კევინ დე ბრუინმა, კელეჩი იჰეანაჩომ, რაჰიმ სტერლინგმა და ილქაი გიუნდოგანმა გაიტანეს. "სიტიმ" თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან ნოლიტომ არასპორტული საქციელისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "დღეს ისე კარგად ვერ ვითამაშეთ პრესინგი, ვერ ვაკონტროლებდით "ბორნმუთის" თამაშს, მაგრამ ვიხეირეთ ხშირი კონტრშეტევებით. ძალიან გამიმართლა, რომ გუნდში დე ბრუინი მყავს, მან დღეს ფანტასტიკურად ითამაშა. ამ სეზონში ვისაც შევხვდით, "ბორნმუთი" მათში საუკეთესოა".

ლონდონის
"არსენალმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ჰალ სიტი", რომელიც მე-40 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა. დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა, თითო გოლი კი თეო ულკოტმა და გრანიტ ჯაკამ გაიტანეს. ჩილელს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერი (არსენალი): "პენალტი უნდა დაერტყა კასორლას, მეც არ ვიცი, რა მოხდა, რატომ დაარტყა სანჩესმა. "ჰალი" თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ მიზანს მაინც მივაღწიეთ".

ჩემპიონმა "ლესტერმა" 3:0 მოუგო "ბარნლის". დუბლით აღნიშნა პრემიერლიგაში დებიუტი ისლამ სლიმანიმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშითა და შედეგით. საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოგების მუხტი აქაც გადმოგვყოლოდა და ეს გამოგვივიდა. ვფიქრობ, დღეს "ლესტერის" ფანები შინ ბედნიერები გავუშვით".

"ევერტონმა" "მიდლსბროს" 3:1 მოუგო და სენსაციურ მეორე ადგილზეა 13 ქულით. გარეთ ბერიმ პრემიერლიგაში მე-600 მატჩი ითამაშა და ეს გოლით აღნიშნა. თავისი გოლი გაიტანა რომელუ ლუკაკუმაც.

შაბათი. 17 სექტემბერი
ჰალი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ა. სანჩესი (17), 0:2 უოლკოტი (55), 1:2 სნოდგრასი (79-პენ), 1:3 ა. სანჩესი (83), 1:4 ჯაკა (90)
გაძევება: ლივერმორი (40. ჰალი)

ლესტერი-ბარნლი 3:0
გოლები: 1:0 სლიმანი (45), 2:0 სლიმანი (48), 3:0 მი (78 ს. კ.)

სიტი-ბორნმუთი 4:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (15), 2:0 იჰეანაჩო (25), 3:0 სტერლინგი (48), 4:0 გიუნდოგანი (66)
გაძევება: ნოლიტო (86. სიტი)

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 4:2
გოლები: 1:0 შადლი (8-პენ), 2:0 რონდონი (37), 3:0 მაკლინი (44), 4:0 შადლი (56), 4:1 ანტონიო (61), 4:2 ლანსინი (65-პენ)

ევერტონი-მიდლსბრო 3:1
გოლები: 0:1 სტეკელენბურგი (21 ს. კ.), 1:1 ბერი (24), 2:1 კოულმენი (42), 3:1 ლუკაკუ (45)

პარასკევი. 16 სექტემბერი
ჩელსი-ლივერპული 1:2

კვირა. 18 სექტემბერი
უოტფორდი-მანჩესტერი 15:00
კრ. პალასი-სტოკი 17:15
საუთჰემპტონი-სუონსი 17:15
ტოტენჰემი-სანდერლენდი 19:30

1. სიტი - 15 ქულა; 2. ევერტონი - 13; 3. არსენალი - 10; 4. ჩელსი - 10; 5. ლივერპული - 10.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული