პრემიერლიგა. VI ტური: არ არის რუნი, არ არის პრობლემა?.. [VIDEO]

AutoSharing Option
* ჩემპიონმა "ლესტერმა" ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი წააგო დიდი ანგარიშით...
* კარლო ანჩელოტის (2009/10, "ჩელსი") შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა მეორე მწვრთნელია პრემიერლიგაში, ვინც ჩემპიონატის სტარტიდან ზედიზედ 6 მატჩი მოიგო...
* 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ "არსენალმა" პრემიერლიგაში პირველად სძლია "ჩელსის" ...


ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
რამდენიმე დღის წინათ, ჟოზე მოურინიომ ირონიულად მოიხსენია და სულ "ფეხბურთის აინშტაინები" უძახა იმ ექსპერტებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში ის ლამის სირცხვილის ბოძზე გააკრეს. არადა, სწორედ ამ "აინშტაინების" რჩევა იყო უეინ რუნის სკამზე დასმა და აგერ, "ლესტერთან" შაბათის მატჩში კაპიტანი
სწორედაც სკამზე ვიხილეთ. ის მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოჩნდა მოედანზე, "მანჩესტერმა" კი მის გარეშეც პირველივე ტაიმში მოათავა საქმე. ესე იგი, რა გამოდის? - არ არის რუნი, არ არის პრობლემა?

რუნის გარდა, რეზერვში დარჩა მარუან ფელაინიც, ვის ნაცვლადაც პოლ პოგბას მეორე საყრდენად ანდერ ერერა შეუწყვილდა, ძირითადში დაბრუნდა ხუან მატაც...

პირველ 20 წუთში "იუნაიტედი" წვალობდა და ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ საკმარისი იყო, დელეი ბლინდის კუთხურის შემდეგ კრის სმოლინგს ზუსტი თავური დაერტყა, რომ მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ტაიმის ბოლომდე ბურთი კიდევ სამჯერ აფართხალდა ჩემპიონის კარის ბადეში.

მატჩის ეს მონაკვეთი "მანჩესტერმა" დიდებულად ჩაატარა. განსაკუთრებით ნახევარდაცვამ გაიბრწყინა, გაიტანა პოგბამაც (ესეც ბლინდის კუთხურს მოჰყვა), რომელიც ისედაც გამორჩეული იყო მოედანზე.

"ლესტერს" კი სერიოზული პრობლემები აქვს დაცვაში და ეს "ლივერპულთან" წინა შეხვედრაშიც (ისიც 1:4) გამოჩნდა. მაგრამ მარტო ეს არა - საგულისხმო ფაქტია, რომ კლაუდიო რანიერიმ გასული სეზონის ორი გმირი, რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი, შესვენებისას შეცვალა...

მატჩის შემდეგ მოურინიომ ხოტბა შეასხა თავის გუნდს - დღეს დინამიზმით და საოცრად შეთანხმებული მოქმედებებით გამოვირჩეოდითო. პლუს ამას:

"ამ სეზონში უკვე მეორედ დავამარცხეთ ჩემპიონი (პირველად, სუპერთასზე - რედ). ეს ძალიან კარგია და ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ამბობს, აშკარაა, რომ წინ მივდივართ", - თქვა მოურინიომ.

"ჩვენ სამი გოლი გავუშვით კუთხურის შემდეგ, რაც იმის ნიშანია, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში კონცენტრაცია დავკარგეთ. აქამდე, ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი... ფაქტია, გვაქვს შეცდომები და ისინი უნდა გამოვასწოროთ. ახლა მთავარია, დავივიწყოთ ეს მარცხი და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოვემზადოთ", - ასე შეაჯამა თამაში რანიერიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდი გუნდი მხოლოდ... ქაღალდზე
ლონდონურ დერბიში "არსენალმა" იოლად და ლამაზ მოუგო "ჩელსის". ამ დღეებში არსენ ვენგერმა "მეთოფეთა" მწვრთნელად ყოფნის 20 წლისთავი აღნიშნა და შეგირდებისგან ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა.

ისევე, როგორც "ოლდ ტრაფორდზე", აქაც პირველ ტაიმში მოთავდა საქმე. "არსენალს" ყველაფერი გამოსდიოდა - მეტოქის შეცდომებითაც კარგად ისარგებლა და ეფექტური კომბინაციების ფოიერვერკიც მოაწყო, მაშინ, როცა "ჩელსიმ" პირველად 82-ე წუთზე შეაწუხა თავისი ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მე-11 წუთზე ალექსის სანჩესმა ისე აართვა ბურთი გარი კეჰილს, როგორც ერთ დროს დავით ყიფიანმა - ჯაჩინტო ფაკეტის, მერე პირისპირ აღმოჩნდა ტიბო კურტუასთან, ხოლო დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო.

სამიოდ წუთში ექტორ ბელერინმა კარის წინ "დაუხატა" პასი თეო უოლკოტს და ანგარიში 2:0 გახდა. ხოლო ტაიმის მიწურულს მესამე გოლი იმავე სანჩესმა და მესუთ იოზილმა შექმნეს - ჩილელმა კარგად გაიტყუა მცველები, იოზილისგან მიიღო პასი და გახსნილ პარტნიორს ბურთი ფეხზე დაასვა - 3:0.

ეს "არსენალის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, მაშინ, როცა "არისტოკრატები" მიჯრით მეორედ დამარცხდნენ - 1 ქულა ბოლო სამ ტურში და ღრმად ჩაფიქრებული ანტონიო კონტე, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

"დღეს გამოჩნდა, რომ ჩვენ დიდი გუნდი ვართ, ოღონდ, მხოლოდ ქაღალდზე. თავიდანვე ვერ ავყევით რიტმში. როცა არც ერთი რგოლი არ მუშაობს, ეს სწორედ გუნდური პრობლემაა და არა - ინდივიდუალური. თუ მექანიზმი მოშლილია, რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, არაფერი გამოვა. ამიტომაც არ მინდა ლაპარაკი ცალკეულ მოთამაშეთა შეცდომებზე, რადგან აგებს გუნდი და იგებს გუნდი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტოლი არაფერში დაუდეს...
სერხიო აგუერო "სიტის" და ბომბარდირთა დავას დაუბრუნდა, თავად "სიტის" კი არსად დაბრუნება არ დასჭირვებია, დარჩა იქ, სადაც იყო - ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ 100-პროცენტიანი შედეგით ყოჩობს პრემიერლიგაში. ერთადერთი, პეპს ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კევინ დე ბრუინის ტრავმა თუ გაუფუჭებდა ხასიათს...

რა გასაკვირია, რომ "ქალაქელები" ვერც "სუონსიმ" შეაჩერა (ისევე, როგორც გასულ ოთხშაბათს ლიგის თასზე), მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნახევარი საათის განმავლობაში მრისხანე მოწინააღმდეგეს ტოლი არაფერში დაუდო.

არადა, "გედების" მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინს მოხსნას უპირებენო, ამბობენ ბოლო დღეებში. თუმცა არა გვგონია, მაინცდამაინც ამ წაგებას გადააყოლონ გამოცდილი იტალიელი. ჯერჯერობით, "სიტისთან" გამოცდა ვერავინ ჩააბარა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე როგორ მოიგებ?!
სხვა მატჩებზე მოკლედ ვთქვათ ამ ერთ ქვეთავში. ბოლოხანს კარგად დანაყრებულმა "ევერტონმა" ეტყობა, ვერ მოინელა ზედიზედ 4 მოგება და "ბორნმუთთან" წააგო (პირველი მარცხი ჩემპიონატში). ჯუნიორ სტანისლასს დასარტყმელი სივრცე გაუხსნეს და მანაც 25 მეტრიდან პირდაპირ "ცხრიანში" დააჭედა ბურთი.

"ჩვენ ვკარგავდით ყოველ მეორე ბურთს, ვაგებდით თითქმის ყველა ორთაბრძოლას... ასე თამაშს ვერ მოიგებ", - დაასკვნა "ევერტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა.

სამაგიეროდ, ბრწყინვალე იყო მეორე ლივერპულური კრებული - იურგენ კლოპის ბიჭებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს საერთო ანგარიშით - 11:3. "წითლების" ძალა ისიცაა, რომ აქ ყველას შეუძლია გოლის გატანა და ერთ რომელიმე ბომბარდირზე არ არის ჩამოკიდებული. მატჩის გმირად უნდა მივიჩნიოთ არა დუბლის (ორივე პენალტით) ავტორი ჯეიმს მილნერი, არამედ მარჯვენა ნახევარმცველი ადამ ლალანა, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა, მერე კი ორი საგოლე პასიც გააკეთა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" ტრავმირებული ჰარი კეინის გარეშეც გაიმარჯვა და მეორე ადგილზეა. დამრტყმელი ფორვარდის არყოფნაში თავი გამოიდო ჰიუნ-მინ სონმა, ვინც პირველ ტაიმში ორი სუპერგოლი გაუტანა მასპინძელ "მიდლსბროს". მაურისიო პოჩეტინოსაც შეუძლია, ამაყად იყოს - "მამლებს" საუკეთესო სტარტი აქვთ ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ბოლო 51 წლის განმავლობაში.

როგორ არ აღვნიშნოთ "კრისტალ პალასის" ჩინებული სვლა (ზედიზედ 3 მოგება), რომელიც, თითქოს, სანდერლენდის "ლაითზე" უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ... ალან პარდიუს გუნდი, მთელი საათის განმავლობაში სტატისტის როლში რომ იყო და მასპინძელს ორი ბურთითაც ჩამორჩა, უეცრად წამოენთო, 3 გოლი შეყარა და შინ ამდენივე ქულით გაბრუნდა.

ისე, გვიდოლინზე მეტად, წესით, "სანდერლენდის" მწვრთნელ დევიდ მოიესს უნდა ჰქონდეს ცუდად საქმე...

"სტოკი" ძალიან ახლოს იყო პირველ გამარჯვებასთან, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩის" ვენესუელელმა ფორვარდმა ხოსე რონდონმა არ დაანება - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს წაჰკრა თავი და - 1:1.

პრემიერლიგა. VI ტური
24 სექტემბერი
მანჩესტერი-ლესტერი 4:1
გოლები: 1:0 სმოლინგი (22), 2:0 მატა (37), 3:0 რაშფორდი (40), 4:0 პოგბა (42), 4:1 დ. გრეი (59)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი - ერერა, პოგბა - ლინგაარდი (78. ქერიკი), მატა (87. იანგი), რაშფორდი (83. რუნი) - იბრაჰიმოვიჩი.
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ოლბრაიტონი (62. შლუპი), დრინკუოტერი, ემეტრი, მაჰრეზი (46. ე. კინგი) - ვარდი (46. დ. გრეი), სლიმანი.
გაფრთხილება: - ჰუთი (50), სიმპსონი (74)
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-10 (7-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 75 256

ბორნმუთი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 სტანისლასი (22)
ბორნმუთი (4-5-1): ბორუცი - სმიტი, კუკი, ფრენსისი, დენიელსი - სტანისლასი, არტერი, უილშირი (76. გოსლინგი), სორმენი, იბე (71. გრეიდელი) - უილსონი (90. აფობე).
ევერტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა, ე. უილიამსი, ოვიედო - გუეიე (81. ე. ვალენსია), ბერი (55. ქლევერლი) - ბოლასი, ბარკლი, მირალასი (60. დეულოფეუ) - ლუკაკუ.
გაფრთხილება: დენიელსი (42), სორმენი (84) - გუეიე (33), ოვიედო (57)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-13 (1-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 11 464

ლივერპული-ჰალი 5:1
გოლები: 1:0 ლალანა (17), 2:0 მილნერი (30-პენ), 3:0 მანე (36), 3:1 მეილერი (51), 4:1 კოუტინიო (52), 5:1 მილნერი (71-პენ)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, კლავანი, მილნერი - ლალანა (69. სტარიჯი), ჰენდერსონი (74. ჩანი), ვინალდუმი - მანე, კოუტინიო (74. გრუიჩი), ფირმინო.
ჰალი (4-5-1): მარშალი - ელმოჰამადი, ლივერმორი, კ. დევისი, რობერტსონი - სნოდგრასი, ჰადლსტოუნი (46. მაგუაირი), კლუკასი, მეისონი (73. ჰენრიკსენი), დიომანდი (33. მეილერი) - ა. ერნანდესი.
გაფრთხილება: მილნერი (19) - ჰადლსტოუნი (7), მეისონი (37)
გაძევება: ელმოჰამადი (29. ჰალი)
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 30-1 (12-1); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 53 109

მიდლსბრო-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 სონი (7), 0:2 სონი (23), 1:2 გიბსონი (65)
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, კლეიტონი (82. ფორშოუ) - სტუანი, რამირესი (59. ტრაორე), დაუნინგი - ნეგრედო (59. როუდსი).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ალი, ვანიამა - სისოკო (70. ლამელა), ერიქსენი (90. ნკუდუ), სონი - იანსენი (86. უინქსი).
გაფრთხილება: ტრაორე (87), ფრედი (90) - უოლკერი (63)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-19 (2-5); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 32 703

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 1:0 ალენი (73), 1:1 რონდონი (90)
სტოკი (4-3-3): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - ქემერონი, უელანი, ალენი (86. ადამი) - შაქირი (88. დიუფი), არნაუტოვიჩი, ბონი (61. კრაუჩი).
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - იაკობი (78. მორისონი) - ფილიპსი (88. ლეკო), დ. ფლეტჩერი, ჩადლი, მაკკლინი (77. რობსონ-კანუ) - რონდონი.
გაფრთხილება: უელანი (16), შოუკროსი (26), ადამი (90) - ჩადლი (37), იაკობი (54), დოუსონი (60), ნიომი (70)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-9 (2-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 27 645

სანდერლენდი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 1:0 დეფო (39), 2:0 დეფო (60), 2:1 ლედლი (61), 2:2 მაკარტური (76), 2:3 კ. ბენტეკე (90)
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - მანკილიო, ლ. კონე, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი - ნდონგი, კირხჰოფი, კეტერმოლი (86. მაკნეირი) - პიენაარი (15. უოტმორი), იანუზაი (86. ანიჩებე), დეფო.
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, ტომკინსი, დელენი, კელი (75. ფრაიერსი) - მაკარტური, ლედლი - პუნჩეონი (90. ლი), კაბაი (73. უიქჰემი), თაუნსენდი - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: - კაბაი (45), უიქჰემი (72)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-20 (4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 38 941

სუონსი-სიტი 1:3
გოლები: 0:1 აგუერო (9), 1:1 ფ. ლორენტე (13), 1:2 აგუერო (65-პენ), 1:3 სტერლინგი (77)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ვან დერ ჰოორნი, ამატი, ნაფტონი - ბრაიტონი (79. ბასტონი), კორკი (73. კი) - სიგურდსონი, ფერი, რუტლიჯი (73. ბეროუ) - ფ. ლორენტე.
სიტი (4-1-4-1): ბრავო - სანია (78. საბალეტა), სტოუნზი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო - სტერლინგი, გიუნდოგანი (68. ფერნანდო), დავიდ სილვა, დე ბრუინი (81. ნავასი) - აგუერო.
გაფრთხილება: ამატი (58), ვან დერ ჰოორნი (64) - სანია (31), დავიდ სილვა (38), სტერლინგი (77), კოლაროვი (87)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-18 (5-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 786

არსენალი-ჩელსი 3:0
გოლები: 1:0 სანჩესი (11), 2:0 უოლკოტი (14), 3:0 იოზილი (40)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი - კოკელენი (32. ჯაკა), კასორლა - უოლკოტი, ივობი (69. გიბსი), იოზილი - სანჩესი (79. ჟირუ).
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუიზი, ასპილიკუეტა - კანტე, მატიჩი - ვილიანი (70. პედრო), ფაბრეგასი (55. ალონსო), აზარი (71. ბაჩუაი) - დიეგო კოშტა.
გაფრთხილება: - ივანოვიჩი (28), დიეგო კოშტა (83)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-9 (5-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 60 028

25 სექტემბერი
ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 0:3
გოლები: 0:1 ოსტინი (40), 0:2 ტადიჩი (62), 0:3 უარდ-პროუსი (90)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ნორდტვეიტი (71. ე. ფლეტჩერი), რეიდი, ოგბონა, არბელოა - ნოუბლი (82. ფერნანდესი), კუიატე - ანტონიო, ლანძინი (46. ფეგული), პაიე - ძაძა.
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - სედრიკი (89. მარტინა), ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - რომეუ - ჰოიბერგი, ს. დევისი - ტადიჩი (80. უარდ-პროუსი) - ოსტინი (74. ლონგი), რედმონდი.
გაფრთხილება: ნოუბლი (55), ძაძა (60), არბელოა (72), რეიდი (81), პაიე (89) - რომეუ (9), ვან დიიკი (68)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-18 (1-9); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 53 644

26 სექტემბერი
ბარნლი-უოტფორდი 23:00

ბომბარდირები: 5 - აგურო (სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ანტონიო (ვესტ ჰემი); 4 - იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), კაპუ (უოტფორდი), ლუკაკუ (ევერტონი), დეფო (სანდერლენდი), სანჩესი (არსენალი), სონი (ტოტენჰემი), სტერლინგი (სიტი).

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
ევერტონი-კრისტალ პალასი

1 ოქტომბერი:
სუონსი-ლივერპული, ჰალი-ჩელსი, სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი, უოტფორდი-ბორნმუთი, ვესტ ჰემი-მიდლსბრო

2 ოქტომბერი:
მანჩესტერი-სტოკი, ლესტერი-საუთჰემპტონი, ტოტენჰემი-სიტი, ბარნლი-არსენალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული