რანიერის კაბინეტში ინგლისის ჩემპიონატის ყველა მწვრთნელის ფოტოსურათი უკიდია

AutoSharing Option
ინგლისის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერის" მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რაინიერის კაბინეტში პრემიერლიგის ყველა ამჟამინდელი მწვრთნელის ფოტოსურათი უკიდია.

იტალიელი სპეციალისტის კაბინეტის ინტერიერის ფოტო "ინსტაგრამში" თავის გვერდზე "ლესტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა გამოაქვეყნა.

"ლესტერს" მიმდინარე პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტალინის და ლენინის ფოტოებიც დაეკიდა ბარემ. რუსეთის ისტორიაში ყველაზე მაგარი "ტრენერები" იყვნენ და რანიერისავით რევოლუციაც მოაწყვეს. უბრალოდ დაერხა იმ სოციალისტურ ნაკრებს და რანიერის ".ლესტერიც" ფიგზეა წელს. თუ შემორჩა ლიგას, მომავალ წელს უკვე დიდი ხნით მოუწევს დაღმა ლიგებში ხეტიალი.
.........
18:51 26-09-2016
0

სიახლეები პოპულარული