The Telegraph: 8 მწვრთნელი კორუპციაშია ბრალდებული

AutoSharing Option
ფოტოზე: პინო პალიარი

გაზეთი The Telegraph ბრიტანულ ფეხბურთში არსებულ კორუპციაზე გამოძიებას ატარებს.

გაზეთის მონაცემებით ინგლისური პრემიერლიგის 8 ამჟამინდელი და ყოფილი მწვრთნელები ტრანსფერების დროს ქრთამებს იღებდნენ.

გაზეთის კორესპოდენტები აგენტებს ხვდებოდნენ, რომლებიც ინგლისურ კლუბებთან მუშაობდნენ და მათთან საუბარს იწერდნენ. ჟურნალისტები თავს სამხრეთ-აღმოსავლური აზიის კომპანიის წარმომადგენლებად ასაღებნენ, რომელსაც ფეხბურთელებში ინვესტიციების ჩადება სურთ.

კერძოდ The Telegraph მანჩესტერში აგენტ პინო პალიარს შეხვდა, რომელიც 2005 წელს გარიგებული მატჩების სკანდალთან დაკავშირებით 5 წლით იყო დისკვალიფიცირებული.

პალიარმა თქვა, რომ ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა სატრანფერო მოლაპ
არაკების დროს იკითხა მიიღებს თუ არა ის "ერთ ჭიკა ყავას", რაც ქრთამს გულისხმობს.

პალიარის თქმით, სხვა ცნობილი მწვრთნელი, რომელიც ასევე იღებს ქრთამებს, თხოვნა აქვს, რომ მისი ფული ოფშორულ ანგარიშზე გადარიცხონ.

საერთო ჯამში პალიარმა და კიდევ ორმა აგენტმა დეკს პრაისმა და სკოტ მაკგარვიმ ინლიგისის პრემიერლიგის 8 ამჟამინდელი და ყოფილი მწვრთნელი დაასახელეს, აქედან 5-ს კი პირადად უხდიდნენ ფულს. გარდა ამისა მათ ჩემპიონშიპის ორი მწვრთნელის ვინაობაც დაასახელეს.

ერთ-ერთი აგენტის თქმით ინგლისში ყველაფერი ჩუმად კეთდება და ამიტომ კორუპცია ძალიან გავრცელებულია.

"მინიმუმ ერთი რამის იმედი მაინც მაქვს - საფეხბურთო მენეჯერების გაუმაძღრობის", - თქვა პალიარმა.

The Telegraph-მა კი განაცხადა, რომ საუბრების გაშიფრულ ვერსიას და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას და პოლიციას გადასცემს.

გარდა ამისა The Telegraph ამ კვირას დაასახელებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის სახელსა და გვარს, რომელმაც გაზეთის ჟურნალისტებისგან ქრთამის სახით 5000 ფუნტი აიღო.

ფულის აღების ფაქტი ვიდეოზე იქნა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ გამოცემის ინგლისურ ფეხბურთში კორუპციიის გამოძიების შედეგად ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სემ ელარდაისი პოსტიდან გადადგა.

- სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული