გარეთ საუთგეიტი უეინ რუნის ინგლისის ნაკრების კაპიტნად ტოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის ნაკრების კაპიტნად გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სემ ელარდაისის წასვლის შემდეგაც რჩება.

როგორც The Mirror-ი იუწყება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გარეთ საუთგეიტი კაპიტნის შეცვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩებში რუნის სათამაშო პრაქტიკა აკლია.

საუთგეიტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ფეხბურთელს უკვე აცნობა და უთხრა, რომ უახლოეს სანაკრებო მატჩებში მასზე, როგორც გუნდის ლიდერზე, დიდ იმედებს ამყარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული