პრემიერლიგა. VII ტური: "ევერტონმა" და "კრისტალ პალასმა" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
30 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ევერტონმა" ლივერპულში ლონდონის "კრისტალ პალასი" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა რომელუ ლუკაკუს გოლით გახსნეს, 50-ზე კი კრისტიან ბენტეკემ წონასწორობა აღადგინა.

პრემიერლიგის მე-7 ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. სატურნირო ცხრილს 18 ქულით "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. 14-14 ქულა აქვთ "ტოტენჰემსა" და "ევერტონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული