სტივენ ჯერარდი შესაძლოა "ლივერპულში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი ამერიკულ "ლოს ანჯელეს გელაქსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ჯერარდის კონტრაქტის ვადა ნოემბერში იწურება და ინგლისელი ფეხბურთელი არ აპირებს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.

ჯერარდი ინგლისში მშობლიურ "ლივერპულში" აპირებს დაბრუნებას.

მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელთან, იურგენ კლოპთან საუბრის შემდეგ ჯერარდი გუნდში მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით აპირებს დაბრუნებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული