ყოფილმა ფეხბურთელმა "ტოტენჰემს" სასამართლოს ძალით 7 მლნ ფუნტი გადაახდევინა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა რადვან ჰამედმა კლუბის სასამართლოს ძალით 7 მლნ ფუნტი სტერლინგი გადაახდევინა. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა. მაშინ ის 17 წლის იყო. სამედიცინო შემოწმების დროს ექიმებმა რადვანს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს, თუმცა თამაშის ნება მაინც დართეს.

სეზონისწინა შეკრებაზე გამართულ პირველსავე მატჩში ჰამედმა გონება დაკარგა. მაშინ ფეხბურთელს გული გაუჩერდა, რაც თავის ტვინის სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდა. მას შემდეგ რადვან ჰამედს ფეხბურთი აღარ უთამაშია.

შარშან სასამართლომ დაადგინა, რომ მომხდარში დამნაშავე 70%-ით "ტოტენჰემია", 30%-ით
კი - კლუბის ექიმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული