გუნდში გარკვეული არეულობაა და, თითქოს, დაძაბული ატმოსფეროა. ეს ყველაფერი ბრიტანული პრესის მითქმა-მოთქმითაც დასტურდება - აქაოდა, მანჩესტერელთა რამდენიმე ფეხბურთელი შოკირებულია ჟოზე მოურინიოს ზოგიერთი მეთოდით და გარდა ამისა, იმით, თუ როგორი დისტანციური გახდა ის მათდამი ცუდი შედეგების მერე.
სხვათა შორის, საქმე თუ აერია, დისტანციურობა და ჯმუხობა ახასიათებსო, ჟოზეზე ცოტა ხნის წინათ "ჩელსის" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუაც ამბობდა.
თავად "განსაკუთრებული" კი ბიჭებს უთვლის - დაამტკიცეთ, რომ
უეინ რუნისთვის კი ყველაფერი ორმაგად მძიმდება. სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალ-გაზეთები გვამცნობენ, რომ მოუმ მას უკვე პირდაპირ განუცხადა, რომ თუ სისტემატურად თამაში და ძირითად შემადგენლობაში ყოფნა სურს, აჯობებს, ახალ გუნდზე იფიქროს.
31 წლის "შრეკს" ალბათ ვერ წარმოედგინა, თუ ეს დღე ოდესმე დადგებოდა ან ასე ადრე დადგებოდა და სხვა გუნდზე მოუხდებოდა ფიქრი, მაგრამ შესაძლოა, ამაზე სერიოზულად და მართლაც იფიქროს.
ამასობაში, მემფის დეპაი, ჰენრიხ მხითარიანი, მატეო დარმიანი, მორგან შნედერლენი და ბასტიან შვაინშტაიგერი აბსოლუტურად უსარგებლოდ რჩებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, მიზეზი ტრავმაა, მაგრამ როდესაც ისინი ჯანზე არიან, მაინც ნაკლებად ვხედავთ არათუ მინდორზე, არამედ განაცხადშიც კი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"