წყაროს ცნობით, ინციდენტი 2 ნოემბერს, გუნდის ვარჯიშის შემდეგ მოხდა. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი მაშინვე დაადასტურა, თუმცა ფეხბურთელის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
გაირკვა, რომ დაზარალებული კეროლი ყოფილა, რომელიც ბოროტმოქმედებმა გზაჯვარედინზე გააჩერეს. უცნობები ფეხბურთელის ავტომობილის ბლოკირებას შეეცადნენ, თავად მას კი ჯერ პისტოლეტით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი დაედევნენ კიდეც, როდესაც კეროლმა უკან ბაზაზე დაბრუნება დააპირა. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.
კეროლს 18 აგვისტოს, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ასტრასთან" გამ